https://sputnik-georgia.com/20231226/saxelmwipo-ushvilo-wyvilebis-mkurnalobis-dapinansebas-gegmavs-285228272.html
სახელმწიფო უშვილო წყვილებისთვის რეპროდუქციული სერვისების დაფინანსებას გეგმავს
სახელმწიფო უშვილო წყვილებისთვის რეპროდუქციული სერვისების დაფინანსებას გეგმავს
Sputnik საქართველო
პარლამენტის დეპუტატის თქმით, ეს იქნება სახელმწიფოს თანამონაწილეობა დემოგრაფიის ზრდის ხელშეწყობაში 26.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-26T12:14+0400
2023-12-26T12:14+0400
2023-12-26T12:14+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0c/282203323_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_2ddf4b54b5f1c50adbdb06137fc552e7.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა 2025 წლიდან უშვილო წყვილების რეპროდუქციული სერვისების დაფინანსებას გეგმავს, იუწყება მედიაპლატფორმა BM.ge.ამით სახელმწიფო ხელს შეუწყობს დემოგრაფიის ზრდას, აღნიშნა პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლადო კახაძემ.როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განმარტა, საქართველოს მსგავსი გამოცდილება უკვე აქვს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სადაც სახელმწიფო დახმარებას უწევს იმ ოჯახებს, ვისაც ეს სჭირდება.აჭარაში უშვილობის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა 2022 წელს დაინერგა - პროგრამით სარგებლობენ აჭარაში მცხოვრები 300 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე წყვილები, რომელთაც ესაჭიროებათ შესაბამისი რეპროდუქციული სამედიცინო დახმარება.BM.ge-ის ცნობით, საქართველოს რეპროდუქტოლოგიის ასოციაცია წლებია მოქალაქეებისთვის ხელოვნური განაყოფიერების გზით უშვილობის პრობლემის გადაწყვეტის დაფინანსებას ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვს. ასოციაციის პრეზიდენტ არჩილ ხომასურიძის თქმით, საქართველო ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც არ აფინანსებს ამ სერვისს თავისი მოქალაქეებისთვის.ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში ეს პრობლემა დაახლოებით 100 ათას უშვილო წყვილს აქვს.ხომასურიძის განცხადებით, „ინ ვიტრო" განაყოფიერების გზით უშვილობის პრობლემის გადაწყვეტა საკმაოდ ძვირადღირებული სერვისია, ამიტომაც მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დახმარება გაუწიოს იმ უშვილო წყვილებს, რომლებსაც შესაბამისი ფინანსური სახსრები არ აქვთ.ხელოვნური განაყოფიერების ღირებულება 7-8 ათას დოლარს აღწევს და სასურველი შედეგის მისაღწევად წყვილს, შესაძლოა, ერთზე მეტი მსგავსი პროცედურა დასჭირდეს.გუშინ ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის იანვრიდან საქართველოში რეპროდუქციული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრი გაჩნდება. სიახლის თანახმად, ყველა დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს რეპროდუქციული ტექნოლოგიების მომსახურებას, მოეთხოვება საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ რეესტრს მიაწოდოს. რეესტრის შექმნის მთავარი მიზანია უჯრედების, ემბრიონებისა და სხვა ბიომასალის გამოყენების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა.დღეისათვის საქართველოში მსგავს მომსახურებას 19 დაწესებულება ახორციელებს.„ინ ვიტრო" განაყოფიერება და სუროგატი დედის სევისით სარგებლობა2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობა გეგმავს, ხელოვნური განაყოფიერების – „ინ ვიტრო“ და სუროგატი დედის სერვისით სარგებლობა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაუშვას. 1 იანვრიდან დონორი და სუროგატი დედა უნდა მოქმედებდეს უანგაროდ, ხოლო კომპენსაციას იღებდეს მხოლოდ ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად.სუროგაციით დაბადებული ბავშვების რაოდენობა საქართველოში: ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები>>>როგორც ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, საქართველოში აღნიშნული მიმართულება კანონმდებლობით არ რეგულირდებოდა, რასაც შეეძლო გამოეწვია ბავშვთა ვაჭრობის ან ორგანოებით ვაჭრობის შემთხვევები, გარდა ამისა, შეუძლებელი იყო განსაზღვრა, თუ სად გზავნიდნენ ბავშვებს.მინისტრის ვარაუდით, კანონმდებლობაში ცვლილებების თანახმად, საქართველოში აიკრძალება სუროგაციასთან და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებული რეკლამები.ბოლო მონაცემებით, საქართველოში სუროგატმა დედებმა 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 30 ივნისამდე პერიოდში 1,6 ათასი ბავშვი გააჩინეს.ჯანდაცვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში სუროგაციის გზით დაიბადა 1.631, ხელოვნური განაყოფიერების გზით კი 2.288 ბავშვი.ამასთან აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში 517 ბავშვი დაიბადა სუროგაციის, ხოლო 459 — ხელოვნური განაყოფიერების გზით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/0c/282203323_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_26d5d9d4708a24eb869e8d16deecb38f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
სახელმწიფო უშვილო წყვილებისთვის რეპროდუქციული სერვისების დაფინანსებას გეგმავს
პარლამენტის დეპუტატის თქმით, ეს იქნება სახელმწიფოს თანამონაწილეობა დემოგრაფიის ზრდის ხელშეწყობაში
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა 2025 წლიდან უშვილო წყვილების რეპროდუქციული სერვისების დაფინანსებას გეგმავს, იუწყება მედიაპლატფორმა BM.ge.
ამით სახელმწიფო ხელს შეუწყობს დემოგრაფიის ზრდას, აღნიშნა პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლადო კახაძემ.
„პროგრამის შექმნაზე სექტორის დიდ ნაწილთან ერთად, თანახმაა ხელისუფლებაც... 2025 წლის ბიუჯეტის ფორმირების დროს ეს საკითხი იქნება დღის წესრიგში დაყენებული", განაცხადა კახაძემ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განმარტა, საქართველოს მსგავსი გამოცდილება უკვე აქვს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სადაც სახელმწიფო დახმარებას უწევს იმ ოჯახებს, ვისაც ეს სჭირდება.
აჭარაში უშვილობის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა 2022 წელს დაინერგა - პროგრამით სარგებლობენ აჭარაში მცხოვრები 300 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე წყვილები, რომელთაც ესაჭიროებათ შესაბამისი რეპროდუქციული სამედიცინო დახმარება.
BM.ge-ის ცნობით, საქართველოს რეპროდუქტოლოგიის ასოციაცია წლებია მოქალაქეებისთვის ხელოვნური განაყოფიერების გზით უშვილობის პრობლემის გადაწყვეტის დაფინანსებას ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვს. ასოციაციის პრეზიდენტ არჩილ ხომასურიძის თქმით, საქართველო ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც არ აფინანსებს ამ სერვისს თავისი მოქალაქეებისთვის.
ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში ეს პრობლემა დაახლოებით 100 ათას უშვილო წყვილს აქვს.
ხომასურიძის განცხადებით, „ინ ვიტრო" განაყოფიერების გზით უშვილობის პრობლემის გადაწყვეტა საკმაოდ ძვირადღირებული სერვისია, ამიტომაც მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დახმარება გაუწიოს იმ უშვილო წყვილებს, რომლებსაც შესაბამისი ფინანსური სახსრები არ აქვთ.
ხელოვნური განაყოფიერების ღირებულება 7-8 ათას დოლარს აღწევს და სასურველი შედეგის მისაღწევად წყვილს, შესაძლოა, ერთზე მეტი მსგავსი პროცედურა დასჭირდეს.
„ეს ძალიან ძვირია, ეფექტიანობა კი 40%-ს არ აღემატება“,- განაცხადა ხომასურიძემ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის იანვრიდან საქართველოში რეპროდუქციული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრი გაჩნდება. სიახლის თანახმად, ყველა დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს რეპროდუქციული ტექნოლოგიების მომსახურებას, მოეთხოვება საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ რეესტრს მიაწოდოს.
რეესტრის შექმნის მთავარი მიზანია უჯრედების, ემბრიონებისა და სხვა ბიომასალის გამოყენების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა.
დღეისათვის საქართველოში მსგავს მომსახურებას 19 დაწესებულება ახორციელებს.
„ინ ვიტრო" განაყოფიერება და სუროგატი დედის სევისით სარგებლობა
2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მთავრობა გეგმავს, ხელოვნური განაყოფიერების – „ინ ვიტრო“ და სუროგატი დედის სერვისით სარგებლობა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის დაუშვას. 1 იანვრიდან დონორი და სუროგატი დედა უნდა მოქმედებდეს უანგაროდ, ხოლო კომპენსაციას იღებდეს მხოლოდ ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად.
როგორც ადრე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, საქართველოში აღნიშნული მიმართულება კანონმდებლობით არ რეგულირდებოდა, რასაც შეეძლო გამოეწვია ბავშვთა ვაჭრობის ან ორგანოებით ვაჭრობის შემთხვევები, გარდა ამისა, შეუძლებელი იყო განსაზღვრა, თუ სად გზავნიდნენ ბავშვებს.
მინისტრის ვარაუდით, კანონმდებლობაში ცვლილებების თანახმად, საქართველოში აიკრძალება სუროგაციასთან და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებული რეკლამები.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში სუროგატმა დედებმა 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 30 ივნისამდე პერიოდში 1,6 ათასი ბავშვი გააჩინეს.
ჯანდაცვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში სუროგაციის გზით დაიბადა 1.631, ხელოვნური განაყოფიერების გზით კი 2.288 ბავშვი.
ამასთან აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში 517 ბავშვი დაიბადა სუროგაციის, ხოლო 459 — ხელოვნური განაყოფიერების გზით.