სუროგაციით დაბადებული ბავშვების რაოდენობა საქართველოში: ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები

© ՀՀ առողջապահության նախարարություն
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2023
გამოწერა
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. სუროგატმა დედებმა 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 30 ივნისამდე პერიოდში საქართველოში 1,6 ათასი ბავშვი გააჩინეს, ნათქვამია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში დეპუტატის მოთხოვნის საპასუხოდ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდში:
სუროგაციის გზით დაიბადა 1631 ბავშვი;
ხელოვნური განაყოფიერების გზით დაიბადა 2288 ბავშვი.
ამასთან აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში 517 ბავშვი დაიბადა სუროგაციის, ხოლო 459 — ხელოვნური განაყოფიერების გზით.
საქართველოში 2024 წლის 1 იანვრიდან ხელოვნური განაყოფიერების – „ინ ვიტრო“ და სუროგატი დედის სერვისით სარგებლობა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ვინ ისარგებლებს საქართველოში სუროგატი დედების მომსახურებით? პრემიერის განმარტება>>
მოქალაქე, ვისაც სურს იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე. მან შეიძლება მიიღოს მხოლოდ იმ თანხის კომპენსაცია, რაც სამედიცინო გამოკვლევებზე, ორსულობასა და მშობიარობაზე დაიხარჯება.
მანამდე საქართველოში აღნიშნული მიმართულება კანონმდებლობით არ რეგულირდებოდა, რასაც, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის თქმით, შეეძლო ბავშვებით ვაჭრობის ან ორგანოებით ვაჭრობის შემთხვევები გამოეწვია. გარდა ამისა, შეუძლებელი იყო განსაზღვრა, თუ სად გზავნიდნენ ბავშვებს.
მინისტრის ვარაუდით, საკანონმდებლო ინიციატივა დადებით გავლენას იქონიებს საქართველოს დემოგრაფიაზე. გარდა ამისა, კანონმდებლობაში ცვლილებების თანახმად, საქართველოში აიკრძალება სუროგაციასთან და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებული რეკლამები.
ყველა ახალი ამბავი
0