არჩევნები 2024: ცესკომ სამოქმედო გეგმა შეიმუშავა

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2023
გამოწერა
საქართველოში 2024 წელს პირველად ჩატარდება ელექტრონული არჩევნები, რომელიც უბნების 90%–ს მოიცავს.
თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. საარჩევნო ადმინისტრაციამ 2024 წლის სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობა დაასრულა – მომავალ წელს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები ტარდება, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) განცხადებაში.
2024 წლის სამოქმედო გეგმა საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიის გათვალისწინებით შემუშავდა. შემაჯამებელ შეხვედრას წინ უძღოდა ბოლო ორი თვის განმავლობაში სტრატეგიული დაგეგმარებისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მიერ ყველა სტრუქტურულ ერთეულისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლებთან გამართული სამუშაო შეხვედრები.
როგორც ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, ასეთი ინკლუზიური მიდგომა ერთ–ერთი წინაპირობა იყო იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ წარმატებით გაიარა დაძაბული და რთული 2023 წელი და არჩევნების მოდერნიზაციისა და პილოტირების უმნიშვნელოვანესი ეტაპი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.
„ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით მიღებული დიდი გამოცდილებით, ჩვენ მზად ვართ მაღალ პროფესიულ დონეზე გავუწიოთ ადმინისტრირება2024 წლის პარლამენტისა და შემდგომ არჩევნებს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
2023-2026 წლების სტრატეგია გასულ წელს ასევე თანამშრომელთა ჩართულობით შემუშავდა და შემდეგ სამ სტრატეგიულ პრიორიტეტს მოიცავს: „საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება“, „ინსტიტუციური გაძლიერება“ და „ტექნოლოგიური განვითარება“.
ნუ შეიყვანთ შეცდომაში საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს: ცესკო პოლიტიკურ სუბიექტებს მიმართავს>>
როგორც ცესკოს განცხადებაშია აღნიშნული, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობები ხელს უწყობს სტრატეგიით გაცხადებული მიზნების მიღწევას.
სამოქმედო გეგმის პროექტში ასახულია სტრატეგიული ამოცანების შესაბამისი აქტივობები. მათი უმეტესობა წარმოადგენს სიახლეს ან გულისხმობს ახალ მიდგომას, დაფუძნებულია მტკიცებულებებზე და შეძლებისდაგვარად ითვალისწინებს ინოვაციურ მიდგომას.
არის თუ არა მოსახლეობა ინფორმირებული საარჩევნო ტექნოლოგიებზე - ცესკოს რეაქცია კრიტიკაზე>>
დოკუმენტის საბოლოო ვერსიას ცესკოს სხდომაზე 27 დეკემბერს დაამტკიცებენ.
მორიგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე (90%) ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
ყველა ახალი ამბავი
0