https://sputnik-georgia.com/20231222/cesko-politikur-subieqtebs-mimartavs-285157091.html
ნუ შეიყვანთ შეცდომაში საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს: ცესკო პოლიტიკურ სუბიექტებს მიმართავს
ნუ შეიყვანთ შეცდომაში საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს: ცესკო პოლიტიკურ სუბიექტებს მიმართავს
Sputnik საქართველო
ცესკო უცხოეთში მცხოვრებ ამომრჩეველს მოუწოდებს იხელმძღვანელონ მხოლოდ სანდო ინფორმაციით. 22.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-22T16:50+0400
2023-12-22T16:50+0400
2023-12-22T16:50+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ცესკო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/15/250122313_0:38:1280:758_1920x0_80_0_0_f95ed880c7c305e298c73515fe699d8f.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილე მხარეებს მოუწოდა შეცდომაში არ შეიყვანონ საზღვარგარეთი მყოფი ამომრჩეველი და კანონის შესაბამისად ხელი შეუწყონ მათ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა.როგორც იოსელიანმა აღნიშნა, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რამაც შეიძლება დააბნიოს და შეცდომაში შეიყვანოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეები.მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ ბერკეტს საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობისთვის. თუმცა, ამისათვის მათ უნდა დაიცვან კანონით გათვალისწინებული პროცედურები.პრეს-პიკერმა უცხოეთში მყოფ ამომრჩეველს შეახსენა, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩევლისათვის.ცესკომ ოპოზიცია დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა>>>არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კი მნიშვნელოვანია თითოეულმა მათგანმა არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა რეგისტრაცია გაიაროს სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.განსაკუთრებით აღსანიშნავია ის სიახლე, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციის ვადებს უხანგრძლივებს. საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, ასეთი ამომრჩევლებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის ვადა ორი დღით გაიზარდა.„მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ცნობილია კანონით დადგენილი პროცედურები, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული პირი ცდილობს საკუთარი მიზნებისთვის შეცდომაში შეიყვანოს უცხოეთში მცხოვრები ამომრჩევლები. ეს კი აზიანებს საარჩევნო პროცესს და ხელს უწყობს სრულიად უსაფუძვლო აღქმების დამკვიდრებას, როგორც საზღვარგარეთ ხმის მიცემის პროცედურებთან, ისე ვადებთან დაკავშირებით", - განაცხადა იოსელიანმა.მან უცხოეთში მცხოვრებ ამომრჩეველს მოუწოდა იხელმძღვანელონ მხოლოდ სანდო ინფორმაციით.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს მთლიანად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ამავდროულად, მმართველი პარტია ინარჩუნებს პირველ ადგილს და მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მთავარ კონკურენტს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/15/250122313_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_25c814039589388ebbe5ce36fdbe645a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ცესკო, ახალი ამბები
ნუ შეიყვანთ შეცდომაში საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს: ცესკო პოლიტიკურ სუბიექტებს მიმართავს
ცესკო უცხოეთში მცხოვრებ ამომრჩეველს მოუწოდებს იხელმძღვანელონ მხოლოდ სანდო ინფორმაციით.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილე მხარეებს მოუწოდა შეცდომაში არ შეიყვანონ საზღვარგარეთი მყოფი ამომრჩეველი და კანონის შესაბამისად ხელი შეუწყონ მათ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა.
როგორც იოსელიანმა აღნიშნა, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რამაც შეიძლება დააბნიოს და შეცდომაში შეიყვანოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეები.
„პირველ რიგში, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სიცრუეა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია უარს ამბობს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნაზე და პასუხისმგებლობა სხვა უწყებაზე, ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროზე გადააქვს, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი და მედიასაშუალება ამტკიცებდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში", - განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ ბერკეტს საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობისთვის. თუმცა, ამისათვის მათ უნდა დაიცვან კანონით გათვალისწინებული პროცედურები.
პრეს-პიკერმა უცხოეთში მყოფ ამომრჩეველს შეახსენა, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 ათასი ამომრჩევლისათვის.
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კი მნიშვნელოვანია თითოეულმა მათგანმა არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა რეგისტრაცია გაიაროს სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის სიახლე, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციის ვადებს უხანგრძლივებს. საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, ასეთი ამომრჩევლებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის ვადა ორი დღით გაიზარდა.
„მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ცნობილია კანონით დადგენილი პროცედურები, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული პირი ცდილობს საკუთარი მიზნებისთვის შეცდომაში შეიყვანოს უცხოეთში მცხოვრები ამომრჩევლები. ეს კი აზიანებს საარჩევნო პროცესს და ხელს უწყობს სრულიად უსაფუძვლო აღქმების დამკვიდრებას, როგორც საზღვარგარეთ ხმის მიცემის პროცედურებთან, ისე ვადებთან დაკავშირებით", - განაცხადა იოსელიანმა.
მან უცხოეთში მცხოვრებ ამომრჩეველს მოუწოდა იხელმძღვანელონ მხოლოდ სანდო ინფორმაციით.
„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, გაითვალისწინონ და დაიცვან საარჩევნო პროცედურები, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ნუ შეიყვანენ ამომრჩევლებს შეცდომაში და ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს. არჩევნები საერთო საქმეა და ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ პროცესის საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელების საქმეში", - განაცხადა იოსელიანმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს მთლიანად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ამავდროულად, მმართველი პარტია ინარჩუნებს პირველ ადგილს და მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მთავარ კონკურენტს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".