ცესკომ ოპოზიცია დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2023
გამოწერა
საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ნათქვამია განცხადებაში.
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. პარტიის წარმომადგენლები იყენებენ ვენეციის კომისიის დასკვნას ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციისთვის, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
ვენეციის კომისიამ წარმოადგინა დასკვნა საარჩევნო კანონმდებლობის დაგეგმილ რეფორმაზე და კანონმდებლებს შესთავაზა რეკომენდაციები, გარდა ამისა, აღინიშნა ადმინისტრაციის სისტემური რეფორმის მნიშვნელობა და ყურადღება გამახვილდა კანონმდებლობის კუთხით არსებულ მთელ რიგ პრობლემებზე.
„საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი დისკრედიტაციული კამპანია დაიწყო. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი შეტევისთვის ამჯერად ვენეციის კომისიის დასკვნას იყენებენ, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს უკავშირდება. დაინტერესებული მხარეები ცდილობენ კომისიის დასკვნას მათთვის სასურველი ინტერპრეტაცია მისცენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციურმა პარტიებმა დასკვნაში დაინახეს კომისიის ეჭვები ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ტექსტში საუბარი იყო მხოლოდ კომისიის ახალი წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურაზე და ასევე ამ კუთხით დაგეგმილ სხვა ცვლილებებზე.
„სინამდვილეში, ყველა ჩართული მხარისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ცესკოს ყველა პროფესიული წევრი და მათ შორის თავმჯდომარე, უფლებამოსილებას კანონის შესაბამისად ახორციელებენ. საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა არ შეფერხებულა არც ერთ წუთით და პირიქით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არჩევნების მოდერნიზების უმნიშვნელოვანესი პროცესი წარმატებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩასატარებლად, ამ პროცესში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების წარმატებით დასანერგად, აღნიშნეს ცესკოში.
ვენეციის კომისია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებით უკმაყოფილოა >>
აპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს მთლიანად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ამავდროულად, მმართველი პარტია ინარჩუნებს პირველ ადგილს და მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მთავარ კონკურენტს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
სხვადასხვა რეიტინგის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრას ორიდან ხუთამდე პარტია შეძლებს. ამავდროულად, მმართველი პარტია ინარჩუნებს პირველ ადგილს და მნიშვნელოვნად უსწრებს თავის მთავარ კონკურენტს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
ყველა ახალი ამბავი
0