https://sputnik-georgia.com/20231227/27-dekembers-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-rcevebi-285225483.html
27 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
27 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 27 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 27.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-27T00:15+0400
2023-12-27T00:15+0400
2023-12-27T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24367/00/243670058_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_c4680352371a3aa155eebe98136c289f.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.22–31 დეკემბერის პერიოდი22–31 დეკემბერის პერიოდი თხის რქის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.ამ დეკადას იუპიტერი მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს სიმშვიდესა და გამჭრიახობას ანიჭებს.მნიშვნელოვანი წლებია: 30, 57.ამ ადამიანთა სიმბოლოა ედელვაისი.ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები არიან საიმედონი, მშვიდი, საუკეთესო მეგობრები.27 დეკემბერს დაბადებულები27 დეკემბერს დაბადებულები ძლიერი, ნებისყოფიანი ადამიანები არიან, შინაგანად ურყევი, მტკიცე. არიან არაორდინარული პიროვნებები ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებებით. ისინი გამოირჩევიან ფაქიზი ინტუიციით. მოვლენებს სხვა ადამიანებისგან განსხვავებულად აღიქვამენ. ასევე სხვებისგან განასხვავებთ ის, რომ ძალაუფლებისკენ არ ილტვიან – არ აინტერესებთ არაფრისა და არავის მართვა.ზოდიაქოს სამი ნიშანი - სამი ნამდვილი „ოტელო“>>27 დეკემბერს დაბადებულები მზრუნველები არიან; მზად არიან, სხვა ადამიანს გაუგონ და მის მდგომარეობაში შევიდნენ, თან, ამ დროს, შესაძლოა, მათი ცხოვრებისეული პრინციპები, შეხედულებები, მსოფლაღქმა განსხვავდებოდეს. ამ დღეს დაბადებულები ასევე პრაქტიკული, მატერიალისტი ადამიანები არიან.27 დეკემბერს დაბადებულ თხის რქებს დიდი ამბიციები არა აქვთ, მაგრამ საკმაოდ პრაქტიკული ადამიანები არიან. ტიპურ რაციონალისტებსა და შეურიგებელ კრიტიკოსებს მათ ვერ უწოდებ, ამასთან, დისკრიმინაციას, უსამართლობას აქტიურად ებრძვიან.ამ დღეს დაბადებულები მკაცრად აცალკევებენ პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას. თავიანთ კომფორტის ზონაში ცოტას თუ უშვებენ. მათ არ სჭირდებათ მაყურებელი, ოვაციები – სხვისი მხრიდან საკუთარი განსაკუთრებულობის დადასტურება.27 დეკემბერს დაბადებულებს გულწრფელად აღელვებთ ადამიანების, საზოგადოების პრობლემები. საქმიანობის სფეროდ ხშირად სოციალურ სფეროს ირჩევენ. ამ სარბიელზე საკუთარ ამბიციებს იკმაყოფილებენ. მათგან საუკეთესო უფლებადამცველები გამოდიან, ასევე პერსპექტიულია მათთვის მუშაობა საქველმოქმედო ფონდებში, სოციალურ დაწესებულებებში.ზოდიაქო: როგორი იქნება 2024 წელი თხის რქისთვის - ზოგადი მიმოხილვა, სიყვარული, ფინანსები>>ჯანმრთელობა27 დეკემბერს დაბადებულებისთვის დამახასიათებელია ემოციური პრობლემები. ისინი ხშირად აწყდებიან ფსიქოსომატიკას (სულიერი დაავადებების გავლენა ფიზიკურ სხეულზე), მათი დაავადებების უმრავლესობას სწორედ ეს საფუძველი აქვს. მათთვის დამღუპველია ემოციების, ბრაზის შეკავება. ამ პრობლემის კონსტრუქციული გადაწყვეტის გზაა სპორტი.რჩევა:თქვენი უდიდესი პრობლემაა საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვისკენ მიდრეკილება. ნუ დააყენებთ სხვის პრობლემებს საკუთარზე მაღლა, იზრუნეთ თქვენს თავზე.
https://sputnik-georgia.com/20201222/Txis-rqa-zogadi-daxasiaTeba-250400157.html
https://sputnik-georgia.com/20231102/2024-wlis-horoskopi-zodiaqos-nisnebistvis-drakoni-283907907.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24367/00/243670058_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_5ac3cd1946f13986a485167024490ce8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
27 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 27 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
22–31 დეკემბერის პერიოდი თხის რქის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას იუპიტერი მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს სიმშვიდესა და გამჭრიახობას ანიჭებს.
მნიშვნელოვანი წლებია: 30, 57.
ამ ადამიანთა სიმბოლოა ედელვაისი.
ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები არიან საიმედონი, მშვიდი, საუკეთესო მეგობრები.
27 დეკემბერს დაბადებულები
27 დეკემბერს დაბადებულები ძლიერი, ნებისყოფიანი ადამიანები არიან, შინაგანად ურყევი, მტკიცე. არიან არაორდინარული პიროვნებები ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებებით.
ისინი გამოირჩევიან ფაქიზი ინტუიციით. მოვლენებს სხვა ადამიანებისგან განსხვავებულად აღიქვამენ. ასევე სხვებისგან განასხვავებთ ის, რომ ძალაუფლებისკენ არ ილტვიან – არ აინტერესებთ არაფრისა და არავის მართვა.
27 დეკემბერს დაბადებულები მზრუნველები არიან; მზად არიან, სხვა ადამიანს გაუგონ და მის მდგომარეობაში შევიდნენ, თან, ამ დროს, შესაძლოა, მათი ცხოვრებისეული პრინციპები, შეხედულებები, მსოფლაღქმა განსხვავდებოდეს. ამ დღეს დაბადებულები ასევე პრაქტიკული, მატერიალისტი ადამიანები არიან.
27 დეკემბერს დაბადებულ თხის რქებს დიდი ამბიციები არა აქვთ, მაგრამ საკმაოდ პრაქტიკული ადამიანები არიან. ტიპურ რაციონალისტებსა და შეურიგებელ კრიტიკოსებს მათ ვერ უწოდებ, ამასთან, დისკრიმინაციას, უსამართლობას აქტიურად ებრძვიან.
ამ დღეს დაბადებულები მკაცრად აცალკევებენ პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას. თავიანთ კომფორტის ზონაში ცოტას თუ უშვებენ. მათ არ სჭირდებათ მაყურებელი, ოვაციები – სხვისი მხრიდან საკუთარი განსაკუთრებულობის დადასტურება.
27 დეკემბერს დაბადებულებს გულწრფელად აღელვებთ ადამიანების, საზოგადოების პრობლემები. საქმიანობის სფეროდ ხშირად სოციალურ სფეროს ირჩევენ. ამ სარბიელზე საკუთარ ამბიციებს იკმაყოფილებენ. მათგან საუკეთესო უფლებადამცველები გამოდიან, ასევე პერსპექტიულია მათთვის მუშაობა საქველმოქმედო ფონდებში, სოციალურ დაწესებულებებში.
27 დეკემბერს დაბადებულებისთვის დამახასიათებელია ემოციური პრობლემები. ისინი ხშირად აწყდებიან ფსიქოსომატიკას (სულიერი დაავადებების გავლენა ფიზიკურ სხეულზე), მათი დაავადებების უმრავლესობას სწორედ ეს საფუძველი აქვს. მათთვის დამღუპველია ემოციების, ბრაზის შეკავება. ამ პრობლემის კონსტრუქციული გადაწყვეტის გზაა სპორტი.
თქვენი უდიდესი პრობლემაა საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვისკენ მიდრეკილება. ნუ დააყენებთ სხვის პრობლემებს საკუთარზე მაღლა, იზრუნეთ თქვენს თავზე.