საქართველოში ბრაკონიერებთან ბრძოლა მკაცრდება

© photo: Sputnikმეთევზეები
მეთევზეები - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2023
გამოწერა
2023 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრამდე საქართველოში უკანონო თევზჭერის 696 ფაქტი გამოვლინდა
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. მთავრობის სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა" და „იარაღის შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებათა პროექტებს, რომელთა მიზანი ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდაა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული პროექტები თევზჭერის იარაღების რეგულირებას და დადგენილი წესების დარღვევისთვის შესაბამის პასუხისმგებლობებს განსაზღვრავს.
„ბრაკონიერობასთან ბრძოლა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე ადეკვატური სამართლებრივი პასუხისმგებლობის სისტემის შემუშავება ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
2023 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრამდე საქართველოში უკანონო თევზჭერის 696 ფაქტი გამოვლინდა. აქედან 172 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეუცავს.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა. ეს ბრაკონიერობად მიიჩნევა.
ყველა ახალი ამბავი
0