„მოიარე საქართველო“: ქვეყნის მასშტაბით ახალი პროექტი ხორციელდება

CC BY-SA 2.0 / Yasuhiro Kojima / 2015-08-27 (32) Shaori reservoirзრაჭა, შაორის ტბა
зრაჭა, შაორის ტბა - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2023
გამოწერა
პროექტის მიზანია რეგიონების და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია, შიდა ტურისტული ნაკადების გაზრდა, ადგილობრივი მეწარმეების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაწყებული პროექტი „მოიარე საქართველო“ აქტიურად ხორციელდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ადმინისტრაციამ ახალი პროექტი შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით 2023 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში ფოტო-ვიდეო კამპანია უკვე ჩატარდა რაჭაში და ეტაპობრივად მთელ საქართველოს მოიცავს.
„მოიარე საქართველო“ კამპანიის ფარგლებში მზადდება ვიდეორგოლები და ფოტომასალა. პროექტში ჩართული არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ისინი საქართველოს ყველა კუთხეში სათავგადასავლო ტურებს აწყობენ, მოგზაურობენ ისეთ ადგილებში, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და ეცნობიან ადგილობრივ სამზარეულოს. აღნიშნული მოგზაურობების შესახებ მზადდება თემატური ფოტოები, ვიდეორგოლები და შემდეგ სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
„მოიარე საქართველო“- ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი წამოიწყო>>>
პროექტი „მოიარე საქართველო" უკვე სარგებლობს პოპულარობით და სოციალურ ქსელებში მოგზაურობის შესახებ გადაღებულ ვიდეორგოლებს ინტერნეტში ბევრი გამომწერი ჰყავს.
ასევე, საქართველოს რეგიონებში კულინარიული ტურიზმის განვითარებისათვის გრძელდება პროექტი „გემო ფესტი“. ფესტივალი წელს მესტიასა და ქუთაისში გაიმართა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, კონცერტები და გასართობი სივრცეები. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ადგილობრივი კერძები.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, მიმდინარე წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სვანეთში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, გურიაში, თუშეთსა და კახეთში საინფორმაციო, გასტრონომიული და გაცნობითი ტურები გამართა.
აღნიშნული პროექტების მიზანი რეგიონებისა და ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია, შიდა ტურისტული ნაკადების გაზრდა, ადგილობრივი მეწარმეების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაა.
ყველა ახალი ამბავი
0