https://sputnik-georgia.com/20231202/moiare-saqartvelo-turizmis-erovnulma-administraciam-axali-proeqti-wamoiwyo-284663472.html
„მოიარე საქართველო“- ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი წამოიწყო
„მოიარე საქართველო“- ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი წამოიწყო
Sputnik საქართველო
პროექტში ცნობილი ქართველი სახეები არიან ჩართული. 02.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-02T16:31+0400
2023-12-02T16:31+0400
2023-12-02T16:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24682/52/246825261_0:263:2501:1669_1920x0_80_0_0_57b4b46d001d774ef980985584be249b.jpg
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია „მოიარე საქართველო“ დაიწყო, რათა ყველა მსურველს ქვეყანაში არსებული ახალი ტურისტული ადგილები უკეთ გააცნოს.პროექტში უკვე ჩართულები არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. კამპანიის ფარგლებში მათ საქართველოს ყველა კუთხეში სათავგადასავლო ტურები უნდა მოაწყონ, იმოგზაურონ ისეთ ადგილებში, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და გაეცნონ ადგილობრივ სამზარეულოს. ამ მოგზაურობების შესახებ, მომზადდება თემატური ფოტოები, ვიდეორგოლები და შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდება.სათავგადასავლო მოგზაურობისთვის პირველი ლოკაცია უკვე შერჩეულია – ეს რაჭაა. პროექტმა „მოიარე საქართველომ" აღმოაჩინა, რომ ეს კუთხე ბევრ, აქამდე უცნობ ტრადიციას ინახავდა, ნათქვამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიუჟეტში.პროექტი „მოიარე საქართველო" უკვე სარგებლობს პოპულარობით და სოციალურ ქსელებში მოგზაურობის შესახებ გადაღებულ ვიდეორგოლებს ინტერნეტში ბევრი გამომწერი ჰყავს.ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტურიზმის პოპულარიზაციასთან ერთად, კამპანიის მიზანი ადგილობრივი მეწარმეების და ბიზნესის მხარდაჭერაა.რაჭის გარდა, პროექტი „მოიარე საქართველო და შეაგროვე ემოციები" უახლოეს მომავალში საქართველოს სხვა კუთხეებსაც მოიცავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24682/52/246825261_101:0:2326:1669_1920x0_80_0_0_d540d90994440c7e2a6b78a935766311.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
„მოიარე საქართველო“- ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი წამოიწყო
პროექტში ცნობილი ქართველი სახეები არიან ჩართული.
თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია „მოიარე საქართველო“ დაიწყო, რათა ყველა მსურველს ქვეყანაში არსებული ახალი ტურისტული ადგილები უკეთ გააცნოს.
პროექტში უკვე ჩართულები არიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. კამპანიის ფარგლებში მათ საქართველოს ყველა კუთხეში სათავგადასავლო ტურები უნდა მოაწყონ, იმოგზაურონ ისეთ ადგილებში, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და გაეცნონ ადგილობრივ სამზარეულოს. ამ მოგზაურობების შესახებ, მომზადდება თემატური ფოტოები, ვიდეორგოლები და შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდება.
სათავგადასავლო მოგზაურობისთვის პირველი ლოკაცია უკვე შერჩეულია – ეს რაჭაა. პროექტმა „მოიარე საქართველომ" აღმოაჩინა, რომ ეს კუთხე ბევრ, აქამდე უცნობ ტრადიციას ინახავდა, ნათქვამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სიუჟეტში.
პროექტი „მოიარე საქართველო" უკვე სარგებლობს პოპულარობით და სოციალურ ქსელებში მოგზაურობის შესახებ გადაღებულ ვიდეორგოლებს ინტერნეტში ბევრი გამომწერი ჰყავს.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტურიზმის პოპულარიზაციასთან ერთად, კამპანიის მიზანი ადგილობრივი მეწარმეების და ბიზნესის მხარდაჭერაა.
რაჭის გარდა, პროექტი „მოიარე საქართველო და შეაგროვე ემოციები" უახლოეს მომავალში საქართველოს სხვა კუთხეებსაც მოიცავს.