გახდება თუ არა „ლელო“ „ქართული ოცნების“ ალტერნატივა - პარლამენტის თავმჯდომარის თვალსაზრისი

© photo: Sputnik„ლელოს“ მომხრეები აქციაზე
„ლელოს“ მომხრეები აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2023
გამოწერა
პარტია „ლელო საქართველოსთვის" 2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს.
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. იმაზე უფრო მეტად უტიფარი წარმონაქმნი ქართულ პოლიტიკაში, როგორიც არის „ლელო“, არ არსებობს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ცოტა ხნის წინ საკუთარ პარტიას მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ალტერნატივა უწოდა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. 2024 წლის შემოდგომა. მისი თქმით, ხელისუფლებაში არ უნდა დაუშვან ისეთი ადამიანები, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევდნენ. გარდა ამისა, „ორი ძველი პარტია და ძველი მენტალიტეტი უნდა დასრულდეს“.
„ამაზე უფრო მეტად უტიფარი წარმონაქმნი ქართულ პოლიტიკაში, როგორიც არის „ლელო“, არ არსებობს. რთულია, ამაზე რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ქართველმა ხალხმა უკვე ორ არჩევნებზე გასცა პასუხი, თუ რა არის მისი შეფასება „ლელოს“ საქმიანობის მიმართ. ეს არის მარგინალური ჯგუფი, რომელიც არის მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს უტიფრობა პოლიტიკაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, „ლელოს“ შემთხვევაში კეთილსინდისიერებაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც თაღლითობაში არიან მხილებულნი.
„ადამიანები, რომლებიც კანონიერ, ძალაში შესული განაჩენით მხილებულნი არიან თაღლითობაში, გველაპარაკებიან კეთილსინდისიერებაზე, ადამიანები, რომლებიც იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რუპორები, გველაპარაკებიან „ნაციონალური მოძრაობის“ მიუღებლობაზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარტია „ლელო“ - ცინიზმის პიკია, აღნიშნა სპიკერმა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ლელომ“ ამომრჩეველთა ხმების 3,154% (60.701 ხმა) მოიპოვა და ოთხი საპარლამენტო მანდატი მიიღო.
პარტია „ლელო“
პარტია „ლელო საქართველოსთვის" 2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა. 2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.
არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%.
ოპოზიცია აცხადებს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს. უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.
სანამ „ნაცმოძრაობაში“ გაურკვევლობაა: „ლელომ“ კოალიცია ჩაიფიქრა >>
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დანარჩენებთან შედარებით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს. კითხვაზე „რომელ პარტიას მისცემდით ხმას, დღეს რომ ყოფილიყო საპარლამენტო არჩევნები?“, გამოკითხულთა 55%-მა დაასახელა „ქართული ოცნება“, შემდეგ მოდის პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ / „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 20%.
მესამე ადგილს 4%-ის მხარდაჭერით ინაწილებენ პარტიების კოალიცია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“, ასევე „ლელო საქართველოსთვის“.
ოპოზიციური ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, „ქართული ოცნება" 37%-ს აგროვებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი" - 21%-ს. მესამე ადგილზეა პარტია „საქართველოსთვის“ 9%-ით, შემდეგ მოდის „ლელო“ - 5%, „გირჩი“/„დროა“ - 4%.
ასევე, ოთხ-ოთხ პროცენტს აგროვებენ პარტიები „ხალხისთვის“, „ლეიბორისტული პარტია“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.
პარტია „ალტ-ინფოს“ აქვს 3%, „ხალხის ძალას“ და „მოქალაქეებს“ - ასევე 3%. „პატრიოტთა ალიანსმა" 2% დააგროვა, ხოლო „ევროპულმა საქართველომ" - 1%. ყველა სხვა პარტიამ ასევე დააგროვა 1%.
ყველა ახალი ამბავი
0