https://sputnik-georgia.com/20231226/darchiashvili-kandidatis-statusis-gzaze-saqartvelo-qveynis-interesebs-icavda-285231590.html
დარჩიაშვილი: კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე საქართველო ქვეყნის ინტერესებს იცავდა
დარჩიაშვილი: კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე საქართველო ქვეყნის ინტერესებს იცავდა
Sputnik საქართველო
დარჩიაშვილმა თითოეულ დიპლომატს „იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეიტანეს საერთო საქმის წარმატებაში" მადლობა გადაუხადა. 26.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-26T15:51+0400
2023-12-26T15:51+0400
2023-12-26T15:51+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1b/279001444_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_bf78fcc8372fb75dabb1d691d5fc1492.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე საქართველო მოქმედებდა ქვეყნის ინტერესებისა და საერთოევროპული ღირებულებების დაცვით, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2023“-ის გახსნის ღონისძიებაზე26-28 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა" იმართება.მისი თქმით, შემდგომი წარმატებისთვის ხელისუფლება განახორციელებს რეფორმების პროგრამას, რომელიც ეფუძნება საზოგადოებრივ და ეროვნულ ინტერესებს.დარჩიაშვილმა თითოეულ დიპლომატს „იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეიტანეს საერთო საქმის წარმატებაში" მადლობა გადაუხადა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, გასულ წელს საქართველოს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს - მშვიდობას.ქვეყნის პირველი დიპლომატის თქმით, საქართველო გააგრძელებს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას.პროგრესი ხელს შეუწყობს საქართველოს მშვიდობიან გაერთიანებას მომავალში, ხაზგასმით აღნიშნა დარჩიაშვილმა.როგორც მინისტრმა განმარტა, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა პერიოდი, როდესაც ქართულ დიპლომატიას არ უწევდა უდიდესი ძალისხმევის გაწევა იმისთვის, რომ ქვეყანას დაემკვიდრებინა თავისი ღირსეული ადგილი მსოფლიო ასპარეზზე.2023 წლის ელჩების კონფერენციაზე მთავარი ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მონაწილეები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოების და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, კანდიდატის სტატუსის პოლიტიკურ, პრაქტიკულ ასპექტებსა და საქართველოს ახლებურ როლზე რეგიონში და ევროინტეგრაციის გზაზე შექმნილ ახალ შესაძლებლობებზე.პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა>>>ღონისძიების ფარგლებში ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა 2023 წელს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით გაწეულ სამუშაოებს და 2024 წლის გეგმებსა და ამოცანებს.საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს როლს რეგიონული მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამშვიდობო პოლიტიკას, ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან და სხვა.სამუშაო სესიების ფარგლებში ასევე განხილული იქნება საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო მომსახურების, სახელმწიფოს მხრიდან ქართული დიასპორის ხელშეწყობისა და სამინისტროს ინსტიტუციური განვითარების საკითხები.ელჩების კონფერენცია ყოველწლიურად იმართება, რომელშიც მონაწილეობენ საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1b/279001444_91:0:2822:2048_1920x0_80_0_0_a2548df77e3d4d4c78a9daf4b0bb0b48.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
დარჩიაშვილი: კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე საქართველო ქვეყნის ინტერესებს იცავდა
დარჩიაშვილმა თითოეულ დიპლომატს „იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეიტანეს საერთო საქმის წარმატებაში" მადლობა გადაუხადა.
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე საქართველო მოქმედებდა ქვეყნის ინტერესებისა და საერთოევროპული ღირებულებების დაცვით, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2023“-ის გახსნის ღონისძიებაზე
26-28 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა" იმართება.
„ჩვენ შევძელით კიდევ ერთი მკაფიო ნაბიჯის გადადგმა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც საუკუნეების მანძილზე ჩვენი სანუკვარი ოცნება იყო. ჩვენ ეს ნაბიჯი ღირსეულად გადავდგით, დავიცავით ჩვენი ქვეყნის საერთოევროპული ღირებულებები და ინტერესები“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, შემდგომი წარმატებისთვის ხელისუფლება განახორციელებს რეფორმების პროგრამას, რომელიც ეფუძნება საზოგადოებრივ და ეროვნულ ინტერესებს.
დარჩიაშვილმა თითოეულ დიპლომატს „იმ წვლილისთვის, რომელიც მათ შეიტანეს საერთო საქმის წარმატებაში" მადლობა გადაუხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გასულ წელს საქართველოს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს - მშვიდობას.
„2023 წლის მანძილზე გადადგმული ყველა ჩვენი წარმატებული ნაბიჯი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, უზრუნველყოფილი იქნეს ქვეყნის უსაფრთხოება, მშვიდობა და შეუქცევადი გავხადოთ განვითარებისა და კეთილდღეობის მიღწევა", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ქვეყნის პირველი დიპლომატის თქმით, საქართველო გააგრძელებს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენას.
პროგრესი ხელს შეუწყობს საქართველოს მშვიდობიან გაერთიანებას მომავალში, ხაზგასმით აღნიშნა დარჩიაშვილმა.
როგორც მინისტრმა განმარტა, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა პერიოდი, როდესაც ქართულ დიპლომატიას არ უწევდა უდიდესი ძალისხმევის გაწევა იმისთვის, რომ ქვეყანას დაემკვიდრებინა თავისი ღირსეული ადგილი მსოფლიო ასპარეზზე.
„საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე, ალბათ, არასოდეს ყოფილა პერიოდი, როდესაც ქართულ დიპლომატიას არ უწევდა უდიდესი ძალისხმევის გაწევა იმისთვის, რომ ჩვენს მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მქონე ქვეყანას, თუმცა, ამავე დროს, ახალგაზრდა დემოკრატიას, დაემკვიდრებინა თავისი ღირსეული ადგილი მსოფლიო ასპარეზზე, რაც კიდევ უფრო გაამყარა კანდიდატის სტატუსის მონიჭებამ", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
2023 წლის ელჩების კონფერენციაზე მთავარი ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მონაწილეები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოების და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, კანდიდატის სტატუსის პოლიტიკურ, პრაქტიკულ ასპექტებსა და საქართველოს ახლებურ როლზე რეგიონში და ევროინტეგრაციის გზაზე შექმნილ ახალ შესაძლებლობებზე.
ღონისძიების ფარგლებში ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა 2023 წელს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით გაწეულ სამუშაოებს და 2024 წლის გეგმებსა და ამოცანებს.
საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს როლს რეგიონული მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამშვიდობო პოლიტიკას, ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან და სხვა.
სამუშაო სესიების ფარგლებში ასევე განხილული იქნება საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო მომსახურების, სახელმწიფოს მხრიდან ქართული დიასპორის ხელშეწყობისა და სამინისტროს ინსტიტუციური განვითარების საკითხები.
ელჩების კონფერენცია ყოველწლიურად იმართება, რომელშიც მონაწილეობენ საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.