https://sputnik-georgia.com/20231218/premieri-xelisupleba-erovnuli-interesebis-gatvaliswinebit-moqmedebda-285042977.html
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა
Sputnik საქართველო
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა. 18.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-18T16:19+0400
2023-12-18T16:19+0400
2023-12-18T16:19+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282969374_68:191:1539:1018_1920x0_80_0_0_04796c4317d97438cc1d5654da2f7bc9.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველო ყოველთვის ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, ამიტომაც შეძლო ევროინტეგრაციის გზაზე რეალური შედეგის მიღწევა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის შეჯამებისას.14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა - გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა დაუჭირა მხარი.მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციასა და დემოკრატიზაციას საფუძველი 2012 წელს, მას შემდეგ ჩაეყარა, რაც ხელისუფლების სადავეები „ქართულ ოცნების“ ხელში გადავიდა.„ევროინტეგრაციის გზაზე თუ რომელიმე ხელისუფლებამ მიაღწია კონკრეტულ შედეგს, ეს არის „ქართული ოცნება". კონსტიტუციაშიც კი აისახა ჩვენი გაცხადებული საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისაქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.საქართველოს პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ საბოტაჟის ავანგარდში იდგა – კობახიძე>>>2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/05/282969374_199:167:1334:1018_1920x0_80_0_0_f6d73c9e275e4e8875431e89fd198002.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციას საფუძველი 2012 წელს ჩაეყარა.
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველო ყოველთვის ქვეყნისა და ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა, ამიტომაც შეძლო ევროინტეგრაციის გზაზე რეალური შედეგის მიღწევა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის შეჯამებისას.
14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა - გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა დაუჭირა მხარი.
„ეს გზა არ ყოფილა მარტივი. ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევით აღსავსე პერიოდი გავიარეთ, მაგრამ ყოველთვის ვიხელმძღვანელეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ მივაღწიეთ ამ შედეგს. ჩვენ მხოლოდ ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედეთ“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციასა და დემოკრატიზაციას საფუძველი 2012 წელს, მას შემდეგ ჩაეყარა, რაც ხელისუფლების სადავეები „ქართულ ოცნების“ ხელში გადავიდა.
„ევროინტეგრაციის გზაზე თუ რომელიმე ხელისუფლებამ მიაღწია კონკრეტულ შედეგს, ეს არის „ქართული ოცნება". კონსტიტუციაშიც კი აისახა ჩვენი გაცხადებული საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.