ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2023
გამოწერა
დაკარგულის ოჯახის წევრები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. ბათუმში მეორე დღეა 30 წლის მამაკაცს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ახლობლების ინფორმაციით, არჩილ პაქსაძე სახლიდან 25 დეკემბერს, 20:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
დაკარგული მამაკაცის ოჯახის წევრების თქმით, ის ბოლოს დედას ესაუბრა.
მამაკაცს პოლიცია და ოჯახის წევრები ეძებენ.
დაკარგულის ახლობლები საზოგადოებას სთხოვენ, რაიმე ინფორმაციის გაგების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 558 24 04 04.
ყველა ახალი ამბავი
0