https://sputnik-georgia.com/20231226/26-dekembers-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-rcevebi-285175862.html
26 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
26 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 26 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 26.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-26T00:15+0400
2023-12-26T00:15+0400
2023-12-26T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1c/251030204_0:210:2894:1838_1920x0_80_0_0_0320ce0ca21156adbf292d347755bc4e.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.22–31 დეკემბერის პერიოდი22–31 დეკემბერის პერიოდი თხის რქის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.ამ დეკადას იუპიტერი მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს სიმშვიდესა და გამჭრიახობას ანიჭებს.მნიშვნელოვანი წლებია: 30, 57.ამ ადამიანთა სიმბოლოა ედელვაისი.ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები არიან საიმედონი, მშვიდი, საუკეთესო მეგობრები.26 დეკემბერს დაბადებულები26 დეკემბერს დაბადებულები ხშირად მოვალის კომპლექსით ცხოვრობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ, უბრალოდ, ვალდებული არიან, სამყარო შეცვალონ. ეს ადამიანები გაბედული, აქტიური არიან. მათში წინააღმდეგობის, დაუმორჩილებლობის სული სახლობს. ისინი ისწრაფვიან მოძველებული კანონების, წესების, ტრადიციების შეცვლისკენ. ბევრი მათგანი უძღვნის თავის ცხოვრებას სოციალურ, საზოგადოებრივ სამუშაოს.სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები>>26 დეკემბერს დაბადებულები ღიად აკრიტიკებენ უსამართლობას, უთანასწორობას, სიცრუეს. ისეთი ამოცანების გადაჭრას იღებენ საკუთარ თავზე, რომელთა გადაწყვეტაც ბევრს არ შეუძლია. ამ დღეს დაბადებულებისთვის უცხოა კომპრომისზე წასვლა; უპირატესობას ანიჭებენ კონფრონტაციას, როგორც დრომოჭმული სტერეოტიპების გამო უკმაყოფილების გამოხატვის ბევრად უფრო მკაფიო ფორმას.26 დეკემბერს დაბადებული თხის რქები გამოირჩევიან გამჭრიახობით, პათოლოგიური პატიოსნებით; ისინი კრიტიკული არიან საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ. არიან მოუთმენელი, ჯიუტი; ბევრს მათი არ ესმის, მაგრამ ამ ადამიანებს გარშემომყოფების დამოკიდებულება ნაკლებად აღელვებთ.ამ დღეს დაბადებულები ფსიქოლოგიური მოქნილობით არ გამოირჩევიან; ისინი აფასებენ წესიერებას, გულწრფელობას, ეთიკურობას. დასახული გეგმისგან იშვიათად უხვევენ.რას ფიქრობენ ირგვლივ მყოფნი თქვენზე და როგორი ხართ სინამდვილეში – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>26 დეკემბერს დაბადებულებისთვის ჩვეულებრივი რამაა ზღვარზე ცხოვრება. რევოლუციური იდეებისთვის ხშირად გათავისუფლებითაც ემუქრებიან. თავიანთ იდეებს ისინი არ უარყოფენ, მაგრამ არც სამსახურის დაკარგვა სურთ.მათ უჭირთ ადამიანებთან ურთიერთობები, სამუშაოზე ხანდახან მარტო რჩებიან, მაგრამ პროფესიული კომპეტენციის თვალსაზრისით კონკურენციის გარეშე არიან.ჯანმრთელობა26 დეკემბერს დაბადებულების სუსტი ადგილია საჭმლის მომნელებელი სისტემა. თვითმკურნალობა მათზე ძალიან ცუდად იმოქმედებს, ამიტომ სპეციალისტს უნდა მიმართონ.რჩევა:მკვეთრი გამონათქვამები კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება არ არის. გამოიჩინეთ ტოლერანტობა სხვების მოსაზრებების, იდეების მიმართ.
https://sputnik-georgia.com/20201222/Txis-rqa-zogadi-daxasiaTeba-250400157.html
https://sputnik-georgia.com/20231211/zodiaqo-rogori-iqneba-2024-weli-txis-rqistvis-mimoxilva-siyvaruli-finansebi-284711174.html
https://sputnik-georgia.com/20220728/dieta-zodiaqos-nisnebistvis-268952562.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/1c/251030204_82:0:2813:2048_1920x0_80_0_0_afe09f7a46f47d4e67d9f2194b26b794.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
26 დეკემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 26 დეკემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
22–31 დეკემბერის პერიოდი თხის რქის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას იუპიტერი მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს სიმშვიდესა და გამჭრიახობას ანიჭებს.
მნიშვნელოვანი წლებია: 30, 57.
ამ ადამიანთა სიმბოლოა ედელვაისი.
ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები არიან საიმედონი, მშვიდი, საუკეთესო მეგობრები.
26 დეკემბერს დაბადებულები
26 დეკემბერს დაბადებულები ხშირად მოვალის კომპლექსით ცხოვრობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ, უბრალოდ, ვალდებული არიან, სამყარო შეცვალონ. ეს ადამიანები გაბედული, აქტიური არიან. მათში წინააღმდეგობის, დაუმორჩილებლობის სული სახლობს.
ისინი ისწრაფვიან მოძველებული კანონების, წესების, ტრადიციების შეცვლისკენ. ბევრი მათგანი უძღვნის თავის ცხოვრებას სოციალურ, საზოგადოებრივ სამუშაოს.
26 დეკემბერს დაბადებულები ღიად აკრიტიკებენ უსამართლობას, უთანასწორობას, სიცრუეს. ისეთი ამოცანების გადაჭრას იღებენ საკუთარ თავზე, რომელთა გადაწყვეტაც ბევრს არ შეუძლია.
ამ დღეს დაბადებულებისთვის უცხოა კომპრომისზე წასვლა; უპირატესობას ანიჭებენ კონფრონტაციას, როგორც დრომოჭმული სტერეოტიპების გამო უკმაყოფილების გამოხატვის ბევრად უფრო მკაფიო ფორმას.
26 დეკემბერს დაბადებული თხის რქები გამოირჩევიან გამჭრიახობით, პათოლოგიური პატიოსნებით; ისინი კრიტიკული არიან საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიმართ. არიან მოუთმენელი, ჯიუტი; ბევრს მათი არ ესმის, მაგრამ ამ ადამიანებს გარშემომყოფების დამოკიდებულება ნაკლებად აღელვებთ.
ამ დღეს დაბადებულები ფსიქოლოგიური მოქნილობით არ გამოირჩევიან; ისინი აფასებენ წესიერებას, გულწრფელობას, ეთიკურობას. დასახული გეგმისგან იშვიათად უხვევენ.
26 დეკემბერს დაბადებულებისთვის ჩვეულებრივი რამაა ზღვარზე ცხოვრება. რევოლუციური იდეებისთვის ხშირად გათავისუფლებითაც ემუქრებიან. თავიანთ იდეებს ისინი არ უარყოფენ, მაგრამ არც სამსახურის დაკარგვა სურთ.
მათ უჭირთ ადამიანებთან ურთიერთობები, სამუშაოზე ხანდახან მარტო რჩებიან, მაგრამ პროფესიული კომპეტენციის თვალსაზრისით კონკურენციის გარეშე არიან.
26 დეკემბერს დაბადებულების სუსტი ადგილია საჭმლის მომნელებელი სისტემა. თვითმკურნალობა მათზე ძალიან ცუდად იმოქმედებს, ამიტომ სპეციალისტს უნდა მიმართონ.
მკვეთრი გამონათქვამები კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება არ არის. გამოიჩინეთ ტოლერანტობა სხვების მოსაზრებების, იდეების მიმართ.