https://sputnik-georgia.com/20231224/tovlma-gzebze-problemebi-seqmna-sezrudvebis-areali-gafartovda-285185072.html
თოვლმა გზებზე პრობლემები შექმნა - შეზღუდვების არეალი გაფართოვდა
თოვლმა გზებზე პრობლემები შექმნა - შეზღუდვების არეალი გაფართოვდა
Sputnik საქართველო
რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა. 24.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-24T10:58+0400
2023-12-24T10:58+0400
2023-12-24T10:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/17/263086109_0:0:1301:731_1920x0_80_0_0_40da15edf034a83391cc2536d31a6ff6.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე უამინდობის გამო შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.კერძოდ, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალიაასევე, თოვის და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.ფარავნის უღელტეხილი ინტენსიური თოვის გამო დაიკეტა >>უწყების ცნობით, თოვის და ლიპყინულის გამო, ხაიში-უშგულის მონაკვეთზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 70-185-ე კმ) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დიზი-უშგულის მონაკვეთზე (90-185-ე კმ) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა >>დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ხაიშის მონაკვეთზე (საავტომობილო გზის 1-70-ე კმ) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.გარდა ამისა, შეზღუდვები უამინდობის გამო შაბათსაც დაწესდა.სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 26 დეკემბრამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.უამინდობა საქართველოში: სად დაწესდა შეზღუდვები >>
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/17/263086109_162:0:1137:731_1920x0_80_0_0_152528360cf93a8a488fa7c762cbe958.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
თოვლმა გზებზე პრობლემები შექმნა - შეზღუდვების არეალი გაფართოვდა
რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა.
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე უამინდობის გამო შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
ასევე, თოვის და ლიპყინულის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
უწყების ცნობით, თოვის და ლიპყინულის გამო, ხაიში-უშგულის მონაკვეთზე (შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 70-185-ე კმ) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დიზი-უშგულის მონაკვეთზე (90-185-ე კმ) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ხაიშის მონაკვეთზე (საავტომობილო გზის 1-70-ე კმ) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარდა ამისა, შეზღუდვები უამინდობის გამო შაბათსაც დაწესდა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 26 დეკემბრამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.