ჩოხატაური-ბახმაროს გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა

© Facebook / Roads Department of Georgiaდათოვლილი გზა
დათოვლილი გზა - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2023
გამოწერა
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე კლდის მასა ჩამოიშალა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
აღნიშნულის გამო მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია სოფელ ქვაბღაზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის გზით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ყველა ახალი ამბავი
0