ფარავნის უღელტეხილი ინტენსიური თოვის გამო დაიკეტა

© courtesy of Tato TerunashviliПеревал Паравани
Перевал Паравани - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2023
გამოწერა
უამინდობამ საქართველოში პრობლემები შექმნა
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო ფარავნის უღელტეხილზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
შეზღუდვა მოქმედებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე.
მათივე ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, გამოიყენონ ზამთრის საბურავები, დარწმუნდნენ ტრანსპორტის გამართულობაში და დაიცვან გზებზე დაწესებული რეჟიმები.
ყველა ახალი ამბავი
0