https://sputnik-georgia.com/20231221/saqartvelosi-referentuli-fasebis-mqone-wamlebis-camonatvali-gafartovda-285109082.html
საქართველოში რეფერენტული ფასების მქონე წამლების ჩამონათვალი გაფართოვდა
საქართველოში რეფერენტული ფასების მქონე წამლების ჩამონათვალი გაფართოვდა
Sputnik საქართველო
რეფორმის მთავარი მიზანია წამლების ფასების შემცირება. 21.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-21T10:25+0400
2023-12-21T10:25+0400
2023-12-21T10:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1c/265544236_0:196:2945:1853_1920x0_80_0_0_81f126b90790d238406fb60f962d6e2e.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც საცალო და საბითუმო ფასების ზედა ზღვარი მოქმედებს, ჯამში, 5.150 დასახელებამდე გაფართოვდა, ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.საქართველოში გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. ამგვარად სახელმწიფოს კონტროლს ქვეშ მოექცა მედიკამენტების 200-300%-იანი გაძვირება თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით.რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი მოქმედებს ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ წამლებზე.იგეგმება ჩამონათვალის გაფართოება 7 ათას დასახელებამდე.რეფორმაწამლებზე გაზრდის ფასებთან ბრძოლა დაიწყო კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, რომელმაც აჩვენა, რომ მედიკამენტებზე ფასებს მომწოდებლები ხელოვნურად ზრდიან.რეფორმის მთავარი მიზანია წამლების ფასების შემცირება.ჯანდაცვის სამინისტრო: მედიკამენტების საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს >>რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.სიახლის თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან, იხელმძღვანელონ დადგენილი ფასებით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები წამლებს დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, მათ დააჯარიმებენ.ამ რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ დაახლოებით 40%-ით შემცირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1c/265544236_107:0:2838:2048_1920x0_80_0_0_4db30d3691ea6b61413b682061bbb96b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, საქართველოს მთავრობა
საქართველოში რეფერენტული ფასების მქონე წამლების ჩამონათვალი გაფართოვდა
რეფორმის მთავარი მიზანია წამლების ფასების შემცირება.
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც საცალო და საბითუმო ფასების ზედა ზღვარი მოქმედებს, ჯამში, 5.150 დასახელებამდე გაფართოვდა, ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
საქართველოში გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება 2023 წლის იანვრიდან დაიწყო. ამგვარად სახელმწიფოს კონტროლს ქვეშ მოექცა მედიკამენტების 200-300%-იანი გაძვირება თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით.
რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი მოქმედებს ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ წამლებზე.
იგეგმება ჩამონათვალის გაფართოება 7 ათას დასახელებამდე.
წამლებზე გაზრდის ფასებთან ბრძოლა დაიწყო კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, რომელმაც აჩვენა, რომ მედიკამენტებზე ფასებს მომწოდებლები ხელოვნურად ზრდიან.
რეფორმის მთავარი მიზანია წამლების ფასების შემცირება.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
სიახლის თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან, იხელმძღვანელონ დადგენილი ფასებით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები წამლებს დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, მათ დააჯარიმებენ.
ამ რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ დაახლოებით 40%-ით შემცირდა.