რა ეტაპზეა აჭარაში მანდარინის სეზონი - მინისტრის პასუხი

© Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia მანდარინის გადამუშავება
მანდარინის გადამუშავება - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2023
გამოწერა
ამ დროისთვის საქართველოდან უკვე 26 ათას ტონაზე მეტი მანდარინია ექსპორტირებული
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik აჭარაში ციტრუსის სეზონი შეუფერხებლად მიმდინარეობს - უკვე ექსპორტირებულია 26,6 ათასი ტონა ციტრუსი, ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ავრცელებს.
ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი საქართველოში ნოემბერში იწყება და ოთხი თვე გრძელდება. „ნარინჯისფერი რთველი“ აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან შევიდა.
„ციტრუსი აჭარასა და გურიაში ფერმერებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. მთავრობა მაქსიმალურად ეხმარება მათ პროდუქციის რეალიზებაში. დღეის მდგომარეობით, უკვე 26 ათას ტონაზე მეტი მანდარინია ექსპორტირებული, რაც მნიშვნელოვნად მეტია გასული წლის მონაცემებზე. საექსპორტო ფასიც წელს უფრო მაღალია... პროცესი აქტიურად და შეუფერხებლად მიმდინარეობს“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის პროგნოზით, სეზონი ფერმერებისთვის ძალიან წარმატებული იქნება.
ოთარ შამუგია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე იმყოფებოდნენ ციტრუსის მიმღებ გადამმუშავებელ საწარმოში შპს „ავე ვაინ ჯორჯია“ და საკონსერვო ქარხანაში, რომელიც არასტანდარტულ ციტრუსს 4 დეკემბრიდან იბარებს.
არსებული ინფორმაციით, მიღებული და გადამუშავებულია 4.533 ტონა არასტანდარტული მანდარინი.
აჭარაში არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისთვის სუბსიდიის ოდენობა გაორმაგდა>>
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არასტანდარტულ მანდარინზე წელს სუბსიდირება, გასულ წელთან შედარებით, 10 თეთრით გაიზარდა და 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 25 თეთრით განისაზღვრა. საწარმოს მიერ გადახდილ 5 თეთრს, სუბსიდიის თანხა ემატება და ფერმერი ჩაბარებულ არასტანდარტულ მანდარინში 30 თეთრს იღებს.
25 ოქტომბერს რეგიონში საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომლის მიზანია ციტრუსოვანი ხილის ლოგისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების უზრუნველყოფა.
წელს მოსალოდნელია 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავლის აღება. საექსპორტო მანდარინს ციტრუსის გადამამუშავებელი 20-ზე მეტი საწარმო მიიღებს. ხოლო არასტანდარტულ მანდარინს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა ჩაიბარებს.
ყველა ახალი ამბავი
0