აჭარაში არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციისთვის სუბსიდიის ოდენობა გაორმაგდა

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliმანდარინი
მანდარინი - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2023
გამოწერა
მანდარინის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან შევა.
თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. აჭარის მთავრობა ადგილობრივ ფერმერებს არასტანდარტული მანდარინის მოსავლის რეალიზაციაში 2023 წელსაც დაეხმარება ციტრუსის სამრეწველო გადამუშავებაზე სუბსიდიის გაორმაგებით, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ავტონომიის მთავრობის სხდომაზე.
ციტრუსის მოსავლის აღების სეზონი საქართველოში ნოემბერში იწყება და ოთხი თვე გრძელდება. ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაში ნოემბრის შუა რიცხვებიდან შევა. ამჟამად საადრეო ჯიშების კრეფა მიმდინარეობს.
კომპანიები, რომლებიც სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ 1 კილოგრამ მანდარინს 0,20 ლარად შეიძენენ, სახელმწიფო სუბსიდიის სახით 0,30 ლარს მიიღებენ ადრინდელი 0,15 ლარის ნაცვლად.
25 ოქტომბერს რეგიონში საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომლის მიზანია ციტრუსოვანი ხილის ლოგისტიკისა და რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების უზრუნველყოფა.
რიჟვაძის ინფორმაციით, წელს მოსალოდნელია 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავლის აღება. საექსპორტო მანდარინს ციტრუსის გადამამუშავებელი 20-ზე მეტი საწარმო მიიღებს. ხოლო არასტანდარტულ მანდარინს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა ჩაიბარებს.
ყველა ახალი ამბავი
0