https://sputnik-georgia.com/20231221/azarashvili-2024-wlidan-sayoveltao-jadacvas-kibos-adreuli-diagnostika-emateba-285111161.html
აზარაშვილი: 2024 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ემატება
აზარაშვილი: 2024 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა ემატება
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა დაემატება, განაცხადა ჯანდაცვის... 21.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-21T12:59+0400
2023-12-21T12:59+0400
2023-12-21T12:59+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/16/268762492_0:110:1024:686_1920x0_80_0_0_e9cfff1d54aa1b242bcc17fc56f4e60b.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა დაემატება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.მისი თქმით, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა, გაცილებით ეფექტურია ფინანსური კუთხითაც და ამას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც ადასტურებს, სადაც ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში, დანახარჯები დაახლოებით, 40%-ით მცირდება.2023 წლის აგვისტოდან საქართველოში ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდება. გარდა ამისა, ონკოლოგიური ქირურგიის გეგმური და გადაუდებელი ოპერაციები დაუფინანსდება ყველა ონკოპაციენტს, მათ შორის დაზღვეულ ვეტერანებსა და პაციენტებს, რომელთა წლიური შემოსავალი 40.000 ლარზე მეტია.მინისტრის განმარტებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თითოეული ბენეფიციარისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება – მათი შემოსავლის მიუხედავად.სახელმწიფო ონკოლოგიურ მედიკამენტებს პირდაპირი წესით შეისყიდის>>>ზურაბ აზარაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის წარმატებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილება იყო განაცხადი, რომ სამედიცინო სერვისების თუ მედიკამენტების ხარჯების მაქსიმალურად დაფინანსებით სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე, ზუსტად ისე, როგორც ეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია.საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს. დაწესებულია შეღავათები მედიკამენტების შეძენისას სოციალურად დაუცველი პირების, პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ამჟამად ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის 90%-სთვის. გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წყალობით მოქალაქეების ხარჯები 25%-ით შემცირდა.საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოიცავს ექვს ჯგუფს: სამიზნე ჯგუფებს (5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, მასწავლებლები, შშმ და სოციალურად დაუცველი პირები), მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, 70 ათასიდან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, 6-დან 18 წლამდე მოზარდებს და დაბალი, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/16/268762492_54:84:856:686_1920x0_80_0_0_46cea5901c8c47db873b719e0e19691a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა დაემატება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
მისი თქმით, კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა, გაცილებით ეფექტურია ფინანსური კუთხითაც და ამას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებაც ადასტურებს, სადაც ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში, დანახარჯები დაახლოებით, 40%-ით მცირდება.
„როგორც კი ეჭვი გაჩნდება რაიმე ტიპის სიმსივნეზე, კონკრეტულ კლინიკებში საბოლოო დიაგნოზის დასმას და ამ პროცესის დაფინანსებას უზრუნველვყოთ. ეს საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ ონკოლოგიური დაავადება. ასეთ დროს, განკურნების შანსი უფრო მაღალია", – აღნიშნა აზარაშვილმა.
2023 წლის აგვისტოდან საქართველოში ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდება. გარდა ამისა, ონკოლოგიური ქირურგიის გეგმური და გადაუდებელი ოპერაციები დაუფინანსდება ყველა ონკოპაციენტს, მათ შორის დაზღვეულ ვეტერანებსა და პაციენტებს, რომელთა წლიური შემოსავალი 40.000 ლარზე მეტია.
მინისტრის განმარტებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თითოეული ბენეფიციარისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება – მათი შემოსავლის მიუხედავად.
ზურაბ აზარაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის წარმატებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილება იყო განაცხადი, რომ სამედიცინო სერვისების თუ მედიკამენტების ხარჯების მაქსიმალურად დაფინანსებით სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე, ზუსტად ისე, როგორც ეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია.
საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლიდან მოქმედებს. დაწესებულია შეღავათები მედიკამენტების შეძენისას სოციალურად დაუცველი პირების, პენსიონერებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება ამჟამად ხელმისაწვდომია საქართველოს მოსახლეობის 90%-სთვის. გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წყალობით მოქალაქეების ხარჯები 25%-ით შემცირდა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოიცავს ექვს ჯგუფს: სამიზნე ჯგუფებს (5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, მასწავლებლები, შშმ და სოციალურად დაუცველი პირები), მაღალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, 70 ათასიდან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, 6-დან 18 წლამდე მოზარდებს და დაბალი, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებს.