https://sputnik-georgia.com/20231122/saxelmwifo-onkologiur-medikamentebs-pirdapiri-wesit-seisyidis-284418166.html
სახელმწიფო ონკოლოგიურ მედიკამენტებს პირდაპირი წესით შეისყიდის
სახელმწიფო ონკოლოგიურ მედიკამენტებს პირდაპირი წესით შეისყიდის
Sputnik საქართველო
მომავალი წლიდან სახელმწიფო ონკოლოგიურ პაციენტს მკურნალობის კურსს სრულად დაუფინანსებს. 22.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-22T19:07+0400
2023-11-22T19:07+0400
2023-11-22T19:07+0400
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ზურაბ აზარაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/16/284412221_0:137:969:682_1920x0_80_0_0_2d88bfbbb707d4d8c0b94ca667d22b58.jpg
თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ინფორმაციით, აღნიშნული წესით სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს.ჯანდაცვის სამინისტროსა და მედიკამენტების მწარმოებელ შვეიცარიულ კომპანია „როშეს“ შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.ყველა ონკოდაავადებულის ოპერაციას სახელმწიფო დააფინანსებს>>ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლებისგან შესყიდვის შედეგად სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა, მეტ პაციენტს დაუფინანსოს მკურნალობა და გაუზარდოს დაფინანსებული წამლების რაოდენობა.გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ ონკოლოგიური ქირურგია დაუფინანსდება ყველა ონკოპაციენტს, მათ შორის დაზღვეულ ვეტერანებსა და პაციენტებს, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია.2023 წლის აგვისტოდან ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/16/284412221_71:120:821:682_1920x0_80_0_0_3b7f6cd3bc291813301000c3fa770237.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ზურაბ აზარაშვილი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ზურაბ აზარაშვილი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
სახელმწიფო ონკოლოგიურ მედიკამენტებს პირდაპირი წესით შეისყიდის
მომავალი წლიდან სახელმწიფო ონკოლოგიურ პაციენტს მკურნალობის კურსს სრულად დაუფინანსებს.
თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული წესით სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს.
ჯანდაცვის სამინისტროსა და მედიკამენტების მწარმოებელ შვეიცარიულ კომპანია „როშეს“ შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლებისგან შესყიდვის შედეგად სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა, მეტ პაციენტს დაუფინანსოს მკურნალობა და გაუზარდოს დაფინანსებული წამლების რაოდენობა.
„ცვლილების მიზანი მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან მედიკამენტებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა, წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების ნაწილია“, - განაცხადა მინისტრმა.
გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ ონკოლოგიური ქირურგია დაუფინანსდება ყველა ონკოპაციენტს, მათ შორის დაზღვეულ ვეტერანებსა და პაციენტებს, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია.
2023 წლის აგვისტოდან ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები ყველა ონკოლოგიურ პაციენტს უფინანსდება.