https://sputnik-georgia.com/20231220/saqartvelosi-saaxalwlod-bunebriv-nazvis-xeebs-sul-ufro-naklebad-iyeneben-285078644.html
საქართველოში საახალწლოდ ბუნებრივ ნაძვის ხეებს სულ უფრო ნაკლებად იყენებენ
საქართველოში საახალწლოდ ბუნებრივ ნაძვის ხეებს სულ უფრო ნაკლებად იყენებენ
Sputnik საქართველო
წიწვოვანი მერქნული რესურსი საქართველოს მერქნული რესურსის მხოლოდ 16%-ს შეადგენს, განაცხადა დამენიამ 20.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-20T09:44+0400
2023-12-20T09:44+0400
2023-12-20T09:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველოს სოფლის მეურნეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23441/39/234413901_0:63:1500:907_1920x0_80_0_0_6d9ae566e6b85713fb90cf7b85fa22a5.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. ბოლო წლებში საახალწლო დღესასწაულების პერიოდში ნაძვის ხეების უკანონო ჭრის მაჩვენებელი თანდათან მცირდება, ამის შესახებ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ, დავით დამენიამ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისი თქმით, წელს ნაძვის ხეების უკანონო მოპოვების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.დამენიას განცხადებით, წიწვოვანი მერქნული რესურსი საქართველოს მერქნული რესურსის მხოლოდ 16%-ს შეადგენს.„ქვეყანაში ისედაც ძალიან მწირი რესურსია და წიწვოვნების უკანონო გზებით შემცირება ქვეყნისთვის ძალიან ცუდ ეკოლოგიურ შედეგებს იწვევს. ერთი ნაძვის ხის გაზრდას არ სჭირდება 5 და 10 წელი, არამედ მის სრულად ჩამოყალიბებას ათწლეულები და ასწლეულები შეიძლება დასჭირდეს“, – განაცხადა დამენიამ.მისი თქმით, არა მხოლოდ ნაძვის გადაჭრა, არამედ ტოტის მოტეხვაც ხშირ შემთხვევაში ეკოლოგიური გარემოსთვის დამაზიანებელია.წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე-რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება >>წინასაახალწლოდ წიწვოვანი მცენარეების უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლი საახალწლო დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით გამკაცრდა.დამენიას განმარტებით, თუ აქამდე ხის მოჭრა 1.000-ლარიან ფულად ჯარიმას ითვალისწინებდა, ახლა ის უკვე 2.000 ლარამდეა.დარღვევის განმეორების შემთხვევაში 2.000-ლარიანი სანქცია იყო, ახლა ის უკვე 5000 ლარამდე გაიზარდა.თუ ხის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 1000 ლარს აღემატება, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრება.ქარმა დუშეთში მთავარი ნაძვისხე წააქცია >>წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია.რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი.თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში კი, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12 სანტიმეტრს, ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ეროვნული სატყეო სააგენტო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23441/39/234413901_92:0:1425:1000_1920x0_80_0_0_e8f1d26dd9816adf841666c8ca824355.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოება
საქართველოში საახალწლოდ ბუნებრივ ნაძვის ხეებს სულ უფრო ნაკლებად იყენებენ
წიწვოვანი მერქნული რესურსი საქართველოს მერქნული რესურსის მხოლოდ 16%-ს შეადგენს, განაცხადა დამენიამ
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. ბოლო წლებში საახალწლო დღესასწაულების პერიოდში ნაძვის ხეების უკანონო ჭრის მაჩვენებელი თანდათან მცირდება, ამის შესახებ „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ, დავით დამენიამ მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, წელს ნაძვის ხეების უკანონო მოპოვების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
„საახალწლო ნაძვის ხეებთან დაკავშირებით ბოლო წლების მაჩვენებელი აჩვენებს, რომ უკანონოდ ნაძვის ხეების ჭრა ნელ-ნელა მცირდება. ხელოვნურმა ნაძვის ხეებმა ბაზარზე თავისი წილი დაიკავა და ამ მიმართულებით პროგრესია. თუმცა, სამწუხაროდ, მაინც გვაქვს ფაქტები, როცა ხელოვნური ნაძვის ხეების ნაცვლად ბუნებრივი ნაძვის ხეების მოპოვება და საახალწლოდ მცირე, ერთთვიანი ან ორკვირიანი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით მათი გამოყენება ხდება“, - განაცხადა დამენიამ.
დამენიას განცხადებით, წიწვოვანი მერქნული რესურსი საქართველოს მერქნული რესურსის მხოლოდ 16%-ს შეადგენს.
„ქვეყანაში ისედაც ძალიან მწირი რესურსია და წიწვოვნების უკანონო გზებით შემცირება ქვეყნისთვის ძალიან ცუდ ეკოლოგიურ შედეგებს იწვევს. ერთი ნაძვის ხის გაზრდას არ სჭირდება 5 და 10 წელი, არამედ მის სრულად ჩამოყალიბებას ათწლეულები და ასწლეულები შეიძლება დასჭირდეს“, – განაცხადა დამენიამ.
მისი თქმით, არა მხოლოდ ნაძვის გადაჭრა, არამედ ტოტის მოტეხვაც ხშირ შემთხვევაში ეკოლოგიური გარემოსთვის დამაზიანებელია.
წინასაახალწლოდ წიწვოვანი მცენარეების უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლი საახალწლო დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით გამკაცრდა.
დამენიას განმარტებით, თუ აქამდე ხის მოჭრა 1.000-ლარიან ფულად ჯარიმას ითვალისწინებდა, ახლა ის უკვე 2.000 ლარამდეა.
დარღვევის განმეორების შემთხვევაში 2.000-ლარიანი სანქცია იყო, ახლა ის უკვე 5000 ლარამდე გაიზარდა.
თუ ხის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 1000 ლარს აღემატება, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრება.
წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია.
რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი.
თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში კი, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12 სანტიმეტრს, ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე, ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ეროვნული სატყეო სააგენტო.