ქარმა დუშეთში მთავარი ნაძვისხე წააქცია

© mtskheta-mtianeti.gov.geდუშეთის ნაძვისხე
დუშეთის ნაძვისხე - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2023
გამოწერა
ახალი წლის სიმბოლოს აღდგენაში ქალაქის ხელისუფლებას ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარება.
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. დუშეთში ძლიერმა ქარმა მთავარი საახალწლო ნაძვისხე წააქცია, ნათქვამია ქალაქის მერიის სოციალურ ქსელის გვერდზე.
არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებიან ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები და შესაბამის სამუშაოებს ატარებენ.

„სამწუხაროდ, უამინდობის გამო, საახალწლო ნაძვის ხე, რომელიც ქალაქის ცენტრში დგას, მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამ წუთებში ადგილზე სათანადო ღონისძიებები ტარდება", - განაცხადა დუშეთის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ.

მისი თქმით, მიუხედავად ძლიერი ქარისა, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს ადგილობრივი მცხოვრებლებიც ეხმარებიან. ყველა მაქსიმალურად ცდილობს, რომ პრობლემა მალე გადაწყდეს, აღნიშნა მერმა.
სინოპტიკოსები ქარს 18 დეკემბერსაც პროგნოზირებენ - მისი სიჩქარე 22 მეტრს მიაღწევს წამში. ქარი 19 დეკემბერს ჩადგება.
ყველა ახალი ამბავი
0