https://sputnik-georgia.com/20231218/winasaaxalwlod-nazvisxis-mochraze-kontroli-mkacrdeba-285034719.html
წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე-რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება
წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე-რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება
Sputnik საქართველო
ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, სადღესასწაულოდ გამოიყენონ ხელოვნური ნაძვისხე. 18.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-18T11:31+0400
2023-12-18T11:31+0400
2023-12-18T11:31+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი წელი 2024
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/18/250441228_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_6f6f7cf5176d55115e1a72dd7d1ff4a1.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლი მკაცრდება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.ეროვნული სატყეო სააგენტო კამპანიას - „ ნუ მოჭრი ნაძვს“ კვლავ აგრძელებს, რომლის მიზანია ბუნებრივი ნაძვისხის მოჭრის პრევენცია და ბუნების დაცვის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევეა იმპორტირება.კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/18/250441228_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_9530514b71e6a19456da9b64e0c683d7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი წელი 2024, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი წელი 2024, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები
წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე-რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება
ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, სადღესასწაულოდ გამოიყენონ ხელოვნური ნაძვისხე.
თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლი მკაცრდება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
ეროვნული სატყეო სააგენტო კამპანიას - „ ნუ მოჭრი ნაძვს“ კვლავ აგრძელებს, რომლის მიზანია ბუნებრივი ნაძვისხის მოჭრის პრევენცია და ბუნების დაცვის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
უწყების ცნობით, წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველი ჯერზე 2 ათას ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში 5 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა ემატება. თუ ზიანის ოდენობა 1 ათას ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.
წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევეა იმპორტირება.
კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი.
თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს.