https://sputnik-georgia.com/20231220/aranairi-pinansuri-sargebeli-kobaxidze-kandidatis-statusis-minichebaze-285090084.html
არანაირი ფინანსური სარგებელი: კობახიძე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
არანაირი ფინანსური სარგებელი: კობახიძე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
Sputnik საქართველო
პოლიტიკის თქმით, ინფორმაცია, რომელიც ოპონენტებმა ფინანსურ და ეკონომიკურ სარგებლობასთან დაკავშირებით გაავრცელეს, მცდარი იყო. 20.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-20T15:52+0400
2023-12-20T15:52+0400
2023-12-20T15:52+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0e/284213700_0:165:2048:1318_1920x0_80_0_0_1dc65d92038e48299cd31a1fbb7234b4.jpg
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყანას ხელშესახებ ფინანსურ ან ეკონომიკურ სარგებელს არ აძლევს, იგი მხოლოდ პოლიტიკური გზავნილია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 14 დეკემბერს მიანიჭა - გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა დაუჭირა მხარი.პოლიტიკის თქმით, ინფორმაცია, რომელიც ოპონენტებმა ფინანსურ და ეკონომიკურ სარგებლობასთან დაკავშირებით გაავრცელეს, მცდარი იყო. „ჩვენ არც მაშინ ვეუბნებოდით საზოგადოებას ტყუილს, როდესაც პერსპექტივა იყო ბუნდოვანი და არც ახლა ვეუბნებით, როცა უკვე მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი", - აღნიშნა კობახიძემ.პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა>>>როგორც კობახიძემ განმარტა, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირის ლიდერებმა დააფიქსირეს, რომ ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას სერიოზულად უყურებენ.„ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც მივიღეთ და გზავნილი ჩვენი მხრიდან მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც მოიცავს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - აღნიშნა კობახიძემ.საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისაქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0e/284213700_85:127:1736:1365_1920x0_80_0_0_d3534aecef4442c5dde74349d3e3f187.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ახალი ამბები
არანაირი ფინანსური სარგებელი: კობახიძე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
პოლიტიკის თქმით, ინფორმაცია, რომელიც ოპონენტებმა ფინანსურ და ეკონომიკურ სარგებლობასთან დაკავშირებით გაავრცელეს, მცდარი იყო.
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქვეყანას ხელშესახებ ფინანსურ ან ეკონომიკურ სარგებელს არ აძლევს, იგი მხოლოდ პოლიტიკური გზავნილია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 14 დეკემბერს მიანიჭა - გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა დაუჭირა მხარი.
„ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას სიმართლე. ფინანსურ-ეკონომიკური კუთხით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან არ არის დაკავშირებული რაიმე კონკრეტული, ხელშესახები სარგებელი, მაგრამ ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი, - განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკის თქმით, ინფორმაცია, რომელიც ოპონენტებმა ფინანსურ და ეკონომიკურ სარგებლობასთან დაკავშირებით გაავრცელეს, მცდარი იყო.
„ჩვენ არც მაშინ ვეუბნებოდით საზოგადოებას ტყუილს, როდესაც პერსპექტივა იყო ბუნდოვანი და არც ახლა ვეუბნებით, როცა უკვე მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი", - აღნიშნა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ განმარტა, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირის ლიდერებმა დააფიქსირეს, რომ ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანებას სერიოზულად უყურებენ.
„ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც მივიღეთ და გზავნილი ჩვენი მხრიდან მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც მოიცავს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.