პრემიერმა 2023 წლის სპორტული შედეგები შეაჯამა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2023
გამოწერა
საქართველოში სპორტის პოპულარიზაციაზე 2023 წელს 182 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. ქართველმა სპორტსმენებმა 2023 წლის ათ თვეში სპორტის ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში 1330 მედალი მოიპოვეს, რაც გასული წლის 12 თვის მაჩვენებელზე 364 მედლით მეტია, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
ქართველმა სპორტსმებმა 2022 წელს 964 მედალი მოიპოვეს.
„მინდა ასევე ვთქვა სიამაყით და მადლობა ვუთხრა ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, რომ წელს უკვე 10 თვის მონაცემებით ოლიმპიურ და არა ოლიმპიურ სპორტულ სახეობებში ქართველმა სპორტსმენებმა 1330 მედალი მოიპოვეს და მადლობა კიდევ ერთხელ მათ, ჩვენს საამაყო სპორტსმენებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიმდინარე წელს სპორტის პოპულარიზაციისთვის გამოყოფილი იყო 182 მლნ ლარი, რაც 30 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე გასულ წელს.
პრემიერის თქმით, საქართველო 2023 წელს რამდენიმე პრესტიჟული ტურნირის მასპინძელი გახდა, კერძოდ, 21 წლამდელთა შორის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის.
„წელს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირები გაიმართა საქართველოში, 21 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის მასპინძლობისთვის (რუმინეთთან ერთად) სათანადოდ მომზადებული დახვდა საქართველო, 11 საფეხბურთო მოედანი აშენდა ან ძველ მოედნებს ჩაუტარდა საფუძვლიანი რეაბილიტაცია, ფინალურ მატჩს კი ბათუმის შესანიშნავმა სტადიონმა უმასპინძლა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ასევე წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, ბაკურიანში გაიმართა სათხილამურო ფრისტაილის, ფრისკისა და სნოუბორდის მსოფლიოს ჩემპიონატი. ბაკურიანმა 40–ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 700 სპორტსმენს უმასპინძლა.
„ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად სახელმწიფომ 300 მილიონ ლარამდე დახარჯა“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ახლა ქართველი სპორტსმენები მნიშვნელოვანი ტურნირის – ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებიან, რომელიც პარიზში 2024 წლის 26 ივლისი – 11 აგვისტოს პერიოდში ჩატარდება.
ლუიშ ფიგუ და არა მხოლოდ: საქართველოში მარტში ვარსკვლავური საფეხბურთო პროექტი იწყება>>
ამ დროისთვის სპორტსმენებმა ოფიციალურად ოთხი ლიცენზია მიიღეს. გარდა ამისა, ფაქტობრივად კიდევ 11 ლიცანზიაა გარანტირებული.
საქართველოს მთავრობა მომავალ წელს სპორტსმენების მხარდაჭერას გააგრძელებს და ეროვნული ოლიმპიური და ასაკობრივი ნაკრებების წევრთა, მწვრთნელთა, ადმინისტრაციული და საკვანძო-საექიმო პერსონალის და ასევე პერსპექტიულ სპორტსმენთა სტიპენდიები გაიზრდება.
პროგრამას იანვრიდან ეყოლება 1.200-მდე ბენეფიციარი, ბენეფიციარების რაოდენობა გაიზარდა 50 პროცენტით.
ყველა ახალი ამბავი
0