ლუიშ ფიგუ და არა მხოლოდ: საქართველოში მარტში ვარსკვლავური საფეხბურთო პროექტი იწყება

© photo: Sputnikბათუმის სტადიონი
ბათუმის სტადიონი - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2023
გამოწერა
ფეხბურთის გულშემატკივრებს ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების თამაშის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ.
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში 2024 წელს ახალი პროექტი „ლეგენდების სერია“ (Legend Series) იწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ახლო წარსულის ფეხბურთის გრანდები, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
Legend Series–ის პირველი მატჩი 2024 წლის მარტში ბათუმში გაიმართება. საქართველოს ნაკრების ყოფილი ვარსკვლავები მილანის „ინტერის“ ვარსკვლავების წინააღმდეგ ითამაშებენ.
მასპინძლების გუნდში ითამაშებენ: საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე, ყოფილი კაპიტანი და ერთ-ერთი რეკორდსმენი ლევან კობიაშვილი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი, „მანჩესტერ სიტის“ ექს–ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე, ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია.
„ინტერის“ ლეგენდების გუნდის ღირსებას დაიცავენ „ოქროს ბურთის“ მფლობელი ლუიშ ფიგუ, კლუბის ყოფილი კაპიტანი ხავიერ ძანეტი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი მარკო მატერაცი და არგენინელი ესტებან კამბიასო, რომელიც იმ „ტრებლის“ (იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი, ჩემპიონთა ლიგა) ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია, რომელიც მილანის „ინტერმა“ 2010 წელს მოიგო.
ინფორმაცია მატჩის ჩატარების ზუსტი დროისა და ბილეთების შესახებ იანვარში გავრცელდება.
ყველა ახალი ამბავი
0