„დილაობით მეზობლებთან ერთად ყავის სმა მომენატრა“-ციმბირში მცხოვრები ქართველის ამბავი

© photo: courtesy of Juli Chelidzeჯული ჭელიძე
ჯული ჭელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2023
გამოწერა
ჯული ჭელიძის ოჯახი წლებია კრასნოიარსკში ცხოვრობს.
როდესაც ცხოვრებას სრულიად ახალ და სამშობლოსგან საკმაოდ მოშორებულ ადგილზე იწყებ, ბევრი რამის გადაფასება და თავიდან დაწყება გიწევს, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ჯული ჭელიძე და მისი მეუღლე პროფესიით ფიზიკოსები არიან და თბილისში ცხოვრობდნენ. თუმცა ერთ დღეს ემიგრაციაში წასვლა მათაც მოუწიათ, თანაც, როგორც ჩვენში იტყვიან, ქვეყნის დასალიერს, ციმბირში.. „ბოლო დროს ისეთი ნოსტალგია და სევდა შემომაწვება ხოლმე, რომ ძლივს ვუმკლავდები.“- ასე გაგვანდო საუბრის დროს. დანარჩენს მასალიდან შეიტყობთ.
© photo: courtesy of Juli Chelidzeჯული ჭელიძე თბილისში ყოფნის დროს, ნათესავებსა და მეზობლებთან ერთად
ჯული ჭელიძე თბილისში ყოფნის დროს, ნათესავებსა და მეზობლებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2023
ჯული ჭელიძე თბილისში ყოფნის დროს, ნათესავებსა და მეზობლებთან ერთად
-ქალბატონო ჯული, როგორი იყო თქვენი ცხოვრება საქართველოში?
-თავის დროზე ისეთი პროფესია ვერ ავირჩიე, როგორიც მინდოდა. თბილისში კერძო ბიზნესი გვქონდა. მეც და ჩემი მეუღლეც ფიზიკოსები ვართ. ისეთი გაქანებისა და შესაძლებლობების ვიყავი, ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ არა გარემოებები, ალბათ წარმატებული ქალი ვიქნებოდი.
- რა გარემოებებზეა საუბარი?
-არც ისე შორეულ წარსულში პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლი გავხდით და ყველაფერი წაგვართვეს. ჩემი მეუღლე წლებია აქ არის და ოფიციალურად მუშაობს. შვილები თბილისში არიან, ისინიც მუშაობენ და თავს კარგად გრძნობენ.
- თავად მზიანი ქვეყნის მერე ცივ ციმბირში როგორ გრძნობთ თავს?
- აქ მეც კარგად ვარ. შეიძლება ბევრმა არც დაგვიჯეროს, მაგრამ ფაქტია, ციმბირში ადგილობრივებს ძალიან ვუყვარვართ და პატივს გვცემენ, საერთოდ ქართველები ძალიან უყვართ.
© photo: courtesy of Juli Chelidzeქალიშვილთან ერთად
ქალიშვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2023
ქალიშვილთან ერთად
- ყველაზე ძალიან რა გენატრებათ საქართველოში?
- თბილისში ვაკეში ვცხოვრობდი. მენატრება ჩემი უბანი და ჩემი აღმართიც. კიდევ მეზობლები, პატარასა და დიდთან დღემდე ყოველდღიური კავშირი მაქვს. მათთან ერთად დილაობით მეზობლებთან ერთად ყავის სმა მომენატრა. მთელი უბანი ჩემთან იკრიბებოდა. ჩემი შვილიშვილები მენატრება. კიდევ ზღვა, ჩემი სახლი გრიგოლეთში, რომელიც, მგონი, თბილისზე მეტად მიყვარს...
- ადგილობრივებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- აქ ისეთი ერთგული და ალალი ხალხი ყოფილა, მანამდე რომ ვერც წარმოვიდგენდი. მათ გამო თავი ზოგჯერ საქართველოში მგონია. აქაც, ისევე, როგორც თბილისში, დილაობით მეზობლები ერთად ვსვამთ ყავას, როცა რამეს გააკეთებენ, ერთმანეთისთვის საჭმელების მიწოდებაც ქართველებივით უყვართ.
© photo: courtesy of Juli Chelidzeსლოვენიაში, დისშვილთან ერთად
სლოვენიაში, დისშვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 19.12.2023
სლოვენიაში, დისშვილთან ერთად
- ციმბირულ ყინვებს როგორ შეეგუეთ?
- ალბათ ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ საერთოდ სიცხეს სიცივე მირჩევნია. ისე კი, აქ, ციმბირში, თუ ბანალური ნათქვამი არ იქნება, ერთმანეთის სითბო და სიყვარული გვათბობს, ოღონდ მართლა...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0