https://sputnik-georgia.com/20231218/premieri-saqartvelos-xelisuflebis-ert-ert-mtavar-mirwevaze-2023-wels-285045906.html
პრემიერი საქართველოს ხელისუფლების ერთ–ერთი ყველაზე მთავარ მიღწევაზე 2023 წელს
პრემიერი საქართველოს ხელისუფლების ერთ–ერთი ყველაზე მთავარ მიღწევაზე 2023 წელს
Sputnik საქართველო
პრემიერმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ განვითარდა საქართველოს ეკონომიკა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. 18.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-18T20:02+0400
2023-12-18T20:02+0400
2023-12-18T20:02+0400
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262216185_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_fa4a9ef886e8d04dd65f01d42af00037.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლების მუშაობის ერთ–ერთი მთავარი შედეგი 2023 წელს იყო ინფლაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გადალახვა – მაჩვენებელი პროგნოზირებადზე ქვევით ჩამოვიდა, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.წლიური ინფლაციის დონემ 2023 წლის ნოემბერში 0,1% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). შედარებისთვის, 2022 წელს წლიური ინფლაცია შეადგენდა 9,8%–ს (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). ასეთი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები.პრემიერმა ბოლო რამდენიმე წელიწადს საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი უწოდა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანამ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია.„წელსაც, მიუხედავად აი ამ დიდი გამოწვევებისა და კატაკლიზმებისა, რომელიც ხდება ამ ჩვენ რეგიონში და მთელ მსოფლიოში, მაშინ, როცა წამყვანი ეკონომიკების ეკონომიკა მცირდება და ბევრგან ვარდნაა სერიოზული, ჩვენ მოვახერხეთ ბოლო ორი წელი 10 პროცენტით და მეტით გაგვეზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, წელს 7 პროცენტის ფარგლებში გვაქვს ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს შეადგენდა 10,5%–ს, 2022 წელს – 10,4%–ს.პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებდა>>პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა ის ფაქტი, რომ, მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლების ქვეყნების ჩამონათვალში შედის.„პროგნოზების თანახმად, უკვე 2028-2030 წლებში საქართველო დაუახლოვდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ე.წ. მედიანურ (საშუალო) სტანდარტს, ანუ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების იმ დონეს მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, რაც დაახლოებით საშუალოდ დღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს აქვთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.ამავე დროს, პრემიერმა შედარებითი ანალიზი გააკეთა იმისა, თუ როგორი ეკონომიკა იყო 2012 წელს, როდესაც ქვეყანას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა და დღეს, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“.„ბიუჯეტის შევსების უმთავრესი გზა იყო ბიზნესის რეკეტი, მაღალი იყო სიღარიბე, თითქმის 30 პროცენტზე მეტი იყო სიღარიბე და უმუშევრობაც ამდენივე, და არავითარი პერსპექტივა ქვეყანაში არ არსებობდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობა აღკვეთა – პრემიერი>>მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლამდე ბიზნესი აბსოლუტურად დემოტივირებული იყო.„არავითარი პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა არ არსებობდა, პირიქით, ბიზნესს ჰქონდა მხოლოდ ნეგატიური პროგნოზები და მოლოდინები, ქვეყანაში იყო დამყარებული რეალურად ავტოკრატიული რეჟიმი, უსამართლო რეჟიმი, რომელიც ჩაგრავდა ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.მან აღნიშნა, რომ ბოლო 11 წლის განმავლობაში ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა – 2012 წელს ეკონომიკა იყო დაახლოებით 27 მილიარდი ლარი, ხოლო წელს მშპ 80 მლრდ ლარს შეადგენს. 2024 წელს ეკონომიკური ზრდა 86 მლრდ ლარის ოდენობით არის მოსალოდნელი.ბიუჯეტი 20012 წელს იყო დაახლოებით 8 მლრდ ლარი, 2024 წელს კი 28,7 მლრდ იქნება, განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262216185_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_25909778ceb40faacfaa06372965750c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო
პრემიერი საქართველოს ხელისუფლების ერთ–ერთი ყველაზე მთავარ მიღწევაზე 2023 წელს
პრემიერმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ განვითარდა საქართველოს ეკონომიკა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.
თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლების მუშაობის ერთ–ერთი მთავარი შედეგი 2023 წელს იყო ინფლაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გადალახვა – მაჩვენებელი პროგნოზირებადზე ქვევით ჩამოვიდა, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
წლიური ინფლაციის დონემ 2023 წლის ნოემბერში 0,1% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). შედარებისთვის, 2022 წელს წლიური ინფლაცია შეადგენდა 9,8%–ს (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). ასეთი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები.
„ინფლაციის სრული ასე ვთქვათ კონტროლი მოვახერხეთ... ეს წნეხი მთლიანად მოიხსნა და შარშან რაც გვქონდა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, არის ფასები და ინფლაციის ზრდა, ეს რისკებიც, ეს საფრთხეც მთლიანად მოხსნილია, შეიძლება ამაყად ითქვას, ამ წლის მუშაობის შედეგი არის სწორედ ინფლაციის მართვა და კონტროლი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ბოლო რამდენიმე წელიწადს საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი უწოდა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანამ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია.
„წელსაც, მიუხედავად აი ამ დიდი გამოწვევებისა და კატაკლიზმებისა, რომელიც ხდება ამ ჩვენ რეგიონში და მთელ მსოფლიოში, მაშინ, როცა წამყვანი ეკონომიკების ეკონომიკა მცირდება და ბევრგან ვარდნაა სერიოზული, ჩვენ მოვახერხეთ ბოლო ორი წელი 10 პროცენტით და მეტით გაგვეზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, წელს 7 პროცენტის ფარგლებში გვაქვს ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს შეადგენდა 10,5%–ს, 2022 წელს – 10,4%–ს.
პრემიერმა განსაკუთრებით აღნიშნა ის ფაქტი, რომ, მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საქართველო საშუალოზე მაღალი შემოსავლების ქვეყნების ჩამონათვალში შედის.
„პროგნოზების თანახმად, უკვე 2028-2030 წლებში საქართველო დაუახლოვდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ე.წ. მედიანურ (საშუალო) სტანდარტს, ანუ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების იმ დონეს მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, რაც დაახლოებით საშუალოდ დღეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს აქვთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამავე დროს, პრემიერმა შედარებითი ანალიზი გააკეთა იმისა, თუ როგორი ეკონომიკა იყო 2012 წელს, როდესაც ქვეყანას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მართავდა და დღეს, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“.
„ბიუჯეტის შევსების უმთავრესი გზა იყო ბიზნესის რეკეტი, მაღალი იყო სიღარიბე, თითქმის 30 პროცენტზე მეტი იყო სიღარიბე და უმუშევრობაც ამდენივე, და არავითარი პერსპექტივა ქვეყანაში არ არსებობდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლამდე ბიზნესი აბსოლუტურად დემოტივირებული იყო.
„არავითარი პროგნოზირებადობა, განჭვრეტადობა არ არსებობდა, პირიქით, ბიზნესს ჰქონდა მხოლოდ ნეგატიური პროგნოზები და მოლოდინები, ქვეყანაში იყო დამყარებული რეალურად ავტოკრატიული რეჟიმი, უსამართლო რეჟიმი, რომელიც ჩაგრავდა ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ბოლო 11 წლის განმავლობაში ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა – 2012 წელს ეკონომიკა იყო დაახლოებით 27 მილიარდი ლარი, ხოლო წელს მშპ 80 მლრდ ლარს შეადგენს. 2024 წელს ეკონომიკური ზრდა 86 მლრდ ლარის ოდენობით არის მოსალოდნელი.
ბიუჯეტი 20012 წელს იყო დაახლოებით 8 მლრდ ლარი, 2024 წელს კი 28,7 მლრდ იქნება, განაცხადა ღარიბაშვილმა.