შუა დერეფანი და ქართული გლობალური პროექტები - მინისტრის მოადგილე ახალი გზის პერსპექტივებზე

© AFP 2024 / SAMEER AL-DOUMYსატვირთოები
სატვირთოები - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2023
გამოწერა
ბოლო დროს შუა დერეფანს სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება და საქართველო უამრავ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას მტკიცე სურვილი აქვს, შუა დერეფანი აქციოს ეფექტურ ალტერნატიულ მარშრუტად და ეს მიზანი უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, რომელმაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის კვირეულის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო გზების განვითარება - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქვეყნის მთავრობისთვის, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.
„ჩვენ მტკიცე სურვილი გვაქვს, რომ შუა დერეფანი ვაქციოთ ეფექტურ ალტერნატიულ მარშრუტად და გვჯერა, რომ მჭიდრო თანამშრომლობით, ეს მიზანი უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თავის სიტყვაში მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და შუა დერეფნის განვითარების შესაძლებლობებზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოს უნიკალური მდებარეობა შუა დერეფანს, როგორც რეგიონულ ლოგისტიკურ და სატრანზიტო ჰაბს, მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
მისი თქმით, ბოლო დროს შუა დერეფანს სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება და საქართველო უამრავ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.
საქართველო და რუმინეთი ციფრული განვითარების სფეროში ითანამშრომლებენ >>
მათ შორის, ირაკლი ნადარეიშვილმა დაასახელა ანაკლიის ღრმა ზღვის პორტის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, 2030 წლისთვის პორტის მინიმალური სიმძლავრე 650,000 TEU იყოს. მისი თქმით, პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს საზღვაო შესაძლებლობებს. მინისტრის მოადგილემ ასევე დაასახელა აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის, რკინიგზის მოდერნიზაციის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, აგრეთვე შავი ზღვის წყალქვეშ პროექტები.
შუა დერეფანი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს გაზარდონ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და „შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარება. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო შეუერთდეს დერეფანს, როგორც სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილი.
საქართველო და ყაზახეთი „შუა დერეფნის" განვითარებაზე შეთანხმდნენ>>
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
ყველა ახალი ამბავი
0