https://sputnik-georgia.com/20231214/saqartvelo-da-rumineti-cipruli-ganvitarebis-speroshi-itanamshromleben-284943721.html
საქართველო და რუმინეთი ციფრული განვითარების სფეროში ითანამშრომლებენ
საქართველო და რუმინეთი ციფრული განვითარების სფეროში ითანამშრომლებენ
Sputnik საქართველო
მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის ციფრული განვითარების კუთხით თანამშრომლობას ითვალისწინებს. 14.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-14T15:54+0400
2023-12-14T15:54+0400
2023-12-14T15:54+0400
საქართველო
რუმინეთი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23892/50/238925020_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_ba2ed4efc75ce7e1296d0f974b56ecee.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. საქართველოსა და რუმინეთს შორის ციფრული განვითარების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და რუმინეთის კვლევის, ინოვაციებისა და გაციფრულების მინისტრმა ბოგდან - გრუია ივანმა „ტელეკომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები.„ხაზი გაესვა საქართველოს გავლით, ევროპისა და აზიის ქვეყნების დამაკავშირებელი ციფრული დერეფნების ფორმირების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. კერძოდ, საერთაშორისო ფართოზოლოვანი სატელეკომუნიკაციო ინტერნეტ კავშირის ინფრასტრუქტურის განვითარებას შავ ზღვაში, ასევე საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული „მონაცემთა ცენტების“ ფორმირებას“, - ნათქვამია განცხადებაში.მემორანდუმის მიხედვით, საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლობა განხორციელდება ტელეკომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოლიტიკისა და პროექტების/პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარების, აღნიშნულ სფეროში ინვესტიციების მხარდაჭერის, საქართველოსა და რუმინეთის ტერიტორიების გავლით ევროპა-აზიის ციფრული დერეფნების განვითარების ხელშეწყობის, მათ შორის, შავი ზღვის გავლით წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის საშუალებით და სხვ.საქართველოს რეგიონის ციფრულ ჰაბად ტრანსფორმაცია მთავრობის უახლოესი 10 წლის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს.
საქართველო
რუმინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23892/50/238925020_111:0:1891:1335_1920x0_80_0_0_f9f1aec5e7f6298a2ea64f94000ac3fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუმინეთი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, რუმინეთი, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო და რუმინეთი ციფრული განვითარების სფეროში ითანამშრომლებენ
მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის ციფრული განვითარების კუთხით თანამშრომლობას ითვალისწინებს.
თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. საქართველოსა და რუმინეთს შორის ციფრული განვითარების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და რუმინეთის კვლევის, ინოვაციებისა და გაციფრულების მინისტრმა ბოგდან - გრუია ივანმა „ტელეკომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
„მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის ციფრული განვითარების კუთხით თანამშრომლობას ითვალისწინებს. საუბარია, როგორც ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებაზე, ასევე ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი დაკავშირების საკითხების შესწავლაზე“, - განაცხადა დავითაშვილმა.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები.
„ხაზი გაესვა საქართველოს გავლით, ევროპისა და აზიის ქვეყნების დამაკავშირებელი ციფრული დერეფნების ფორმირების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. კერძოდ, საერთაშორისო ფართოზოლოვანი სატელეკომუნიკაციო ინტერნეტ კავშირის ინფრასტრუქტურის განვითარებას შავ ზღვაში, ასევე საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული „მონაცემთა ცენტების“ ფორმირებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
მემორანდუმის მიხედვით, საქართველოსა და რუმინეთს შორის თანამშრომლობა განხორციელდება ტელეკომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების პოლიტიკისა და პროექტების/პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარების, აღნიშნულ სფეროში ინვესტიციების მხარდაჭერის, საქართველოსა და რუმინეთის ტერიტორიების გავლით ევროპა-აზიის ციფრული დერეფნების განვითარების ხელშეწყობის, მათ შორის, შავი ზღვის გავლით წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის საშუალებით და სხვ.
საქართველოს რეგიონის ციფრულ ჰაბად ტრანსფორმაცია მთავრობის უახლოესი 10 წლის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს.