https://sputnik-georgia.com/20231215/politologi-kiknaze-saqartvelos-evrokavsirsi-sesvlaze-284985988.html
დაელოდება, როგორც თურქეთი – პოლიტოლოგი საქართველოს ევროკავშირში შესვლაზე
დაელოდება, როგორც თურქეთი – პოლიტოლოგი საქართველოს ევროკავშირში შესვლაზე
Sputnik საქართველო
ყველაფერი დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ კონიუნქტურაზე და არა იმაზე, საქართველო როგორ შეასრულებს მისთვის მიცემული დავალების პუნქტებს, მიიჩნევს პოლიტოლოგი. 15.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-15T22:35+0400
2023-12-15T22:35+0400
2023-12-15T22:35+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველო
ახალი ამბები
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ევროკომისია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/02/282866297_0:57:1280:778_1920x0_80_0_0_6d08b5118d102441b80e1a1ce4a48e84.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება უახლოეს პერსპექტივაში მისი ევროკავშირში შესვლის გარანტია არ არის, თუ მაგალითად თურქეთს ავიღებთ, რომელიც 24 წელია ამას ელოდება, განუცხადა Sputnik–საქართველოს პოლიტოლოგმა თამარ კიკნაძემ.ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ხუთშაბათს, 14 დეკემბერს მიანიჭა. გადაწყვეტილებას მხარი ევროკავშირის წევრმა 27–ვე ქვეყანამ დაუჭირა.პოლიტოლოგის თქმით, დასავლეთი ძალზე ოსტატურად უდგება საკითხს და ევროკავშირში შესვლამდე კანდიდატ ქვეყნებს დოკუმენტების დიდ დასტას აძლევს პირობებით, რომელთა შესრულება ხანდახან შეუძლებელია.„და დასავლეთი ამას თავისი ინტერესებისთვის იყენებს, რომ ესა თუ ის ქვეყანა არ მიიღოს, თურქეთი ეცადა ყველაფრის შესრულებას, მაგრამ ეს მცდელობა ფუჭი გამოდგა, მის მიღებას არამიზანშეწონილად მიიჩნევენ. და თურქეთი უკვე აღარც ისწრაფვის ძალიან, მან იპოვა თავისი გზა და მას მიჰყვება“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.მიუხედავად ამისა, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას კიკნაძე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად და სტაბილურობის საკითხად მიიჩნევს.ექსპერტი: კანდიდატის სტატუსის მიღება ევროკავშირის კარის გაღებას არ ნიშნავს>>„ოპოზიცია მუდამ ცდილობს დესტაბილიზაციას, და ეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო, და ის უკვე მოიხსნა დღის წესრიგიდან, მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. ჩვენი ხელისუფლება ძალიან სწორ პოლიტიკას ატარებს, არაფერს აჩქარებს, და მივიღეთ სტატუსი საქართველოსთვის ძალიან კარგ დროს. საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა დასავლეთისთვისაც და რუსეთისთვისაც. იმის გამო, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ეშინიათ, რომ ქვეყანამ არ გადაუხვიოს დასავლური კურსიდან, მოგვცეს სტატუსი“, – განაცხადა კიკნაძემ.პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ სტატუსის მიღება ხელს არ უშლის ქართულ–რუსული ურთიერთობების მოგვარებას, პირიქით, საქართველოს ევროპასთან დაახლოება შეიძლება მომგებიანიც იყოს მეზობელი ქვეყნისთვის.პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკა მრავალვექტორული უნდა იყოს და ამის მიღწევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა დამოუკიდებელი და სუვერენული იქნება.„და თუ სუვერენულ პოლიტიკაზე ვისაუბრებთ, საქართველოსთვის მომგებიანი კარგი ურთიერთობები რუსეთთან“, – აღნიშნა მან.საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი 2022 წლის 3 მარტს შეიტანა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/02/282866297_85:0:1224:854_1920x0_80_0_0_17a816ca3dd382952e462edaaf1abc9d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო, ახალი ამბები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო, ახალი ამბები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია
დაელოდება, როგორც თურქეთი – პოლიტოლოგი საქართველოს ევროკავშირში შესვლაზე
ყველაფერი დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ კონიუნქტურაზე და არა იმაზე, საქართველო როგორ შეასრულებს მისთვის მიცემული დავალების პუნქტებს, მიიჩნევს პოლიტოლოგი.
თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება უახლოეს პერსპექტივაში მისი ევროკავშირში შესვლის გარანტია არ არის, თუ მაგალითად თურქეთს ავიღებთ, რომელიც 24 წელია ამას ელოდება, განუცხადა Sputnik–საქართველოს პოლიტოლოგმა თამარ კიკნაძემ.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ხუთშაბათს, 14 დეკემბერს მიანიჭა. გადაწყვეტილებას მხარი ევროკავშირის წევრმა 27–ვე ქვეყანამ დაუჭირა.
„რეალურად კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფერს იძლევა, თუ თურქეთს ავიღებთ. ევროპულმა საბჭომ ის კანდიდატ ქვეყნად 24 წლის წინ აღიარა, მაგრამ თურქეთი დღემდე არ გამხდარა ევროკავშირის წევრი. ყველაფერი პოლიტიკურ კონიუნქტურაზეა დამოკიდებული, არა იმაზე, საქართველო როგორ – კარგად თუ ცუდად შეასრულებს იმ პუნქტებს, რომლებიც დაავალეს“, – განაცხადა კიკნაძემ.
პოლიტოლოგის თქმით, დასავლეთი ძალზე ოსტატურად უდგება საკითხს და ევროკავშირში შესვლამდე კანდიდატ ქვეყნებს დოკუმენტების დიდ დასტას აძლევს პირობებით, რომელთა შესრულება ხანდახან შეუძლებელია.
„და დასავლეთი ამას თავისი ინტერესებისთვის იყენებს, რომ ესა თუ ის ქვეყანა არ მიიღოს, თურქეთი ეცადა ყველაფრის შესრულებას, მაგრამ ეს მცდელობა ფუჭი გამოდგა, მის მიღებას არამიზანშეწონილად მიიჩნევენ. და თურქეთი უკვე აღარც ისწრაფვის ძალიან, მან იპოვა თავისი გზა და მას მიჰყვება“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა.
მიუხედავად ამისა, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას კიკნაძე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად და სტაბილურობის საკითხად მიიჩნევს.
„ოპოზიცია მუდამ ცდილობს დესტაბილიზაციას, და ეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო, და ის უკვე მოიხსნა დღის წესრიგიდან, მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. ჩვენი ხელისუფლება ძალიან სწორ პოლიტიკას ატარებს, არაფერს აჩქარებს, და მივიღეთ სტატუსი საქართველოსთვის ძალიან კარგ დროს. საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა დასავლეთისთვისაც და რუსეთისთვისაც. იმის გამო, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ეშინიათ, რომ ქვეყანამ არ გადაუხვიოს დასავლური კურსიდან, მოგვცეს სტატუსი“, – განაცხადა კიკნაძემ.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ სტატუსის მიღება ხელს არ უშლის ქართულ–რუსული ურთიერთობების მოგვარებას, პირიქით, საქართველოს ევროპასთან დაახლოება შეიძლება მომგებიანიც იყოს მეზობელი ქვეყნისთვის.
„ევროკავშირს, ვფიქრობ, რუსეთი არც ისე უარყოფითად უყურებს. მათი მთავარი რეაქცია ნატოს წევრობაზეა. რუსეთი მუდამ ამბობს, რომ მას სჭირდება სუვერენული საქართველო, რომელიც თავისი ეროვნული ინტერესებით იმოქმედებს. და თუ ასეთი საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ასეთი კავშირი შეიძლება რუსეთისთვისაც კი მომგებიანი იყოს“, – განაცხადა კიკნაძემ.
პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკა მრავალვექტორული უნდა იყოს და ამის მიღწევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა დამოუკიდებელი და სუვერენული იქნება.
„და თუ სუვერენულ პოლიტიკაზე ვისაუბრებთ, საქართველოსთვის მომგებიანი კარგი ურთიერთობები რუსეთთან“, – აღნიშნა მან.
საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი 2022 წლის 3 მარტს შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.