https://sputnik-georgia.com/20231215/geraniasi-daniasa-niderlandebsi-hamasis-savaraudo-wevrebi-daakaves-284967001.html
მზადება ტერაქტებისთვის: სამ ქვეყანაში ჰამასის სავარაუდო წევრები დააკავეს
მზადება ტერაქტებისთვის: სამ ქვეყანაში ჰამასის სავარაუდო წევრები დააკავეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ევროპის სამ ქვეყანაში — გერმანიაში, ნიდერლანდებსა და დანიაში ხუთშაბათს შვიდი ადამიანი დააკავეს, რომლებიც, ადგილობრივი... 15.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-15T13:57+0400
2023-12-15T13:57+0400
2023-12-15T13:57+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
გერმანია
დანია
ნიდერლანდები
პოლიტიკა
ისრაელი-ჰამასის ომი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/11/284279930_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_b3378c4914e77e716fdba714ec68f249.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ევროპის სამ ქვეყანაში — გერმანიაში, ნიდერლანდებსა და დანიაში ხუთშაბათს შვიდი ადამიანი დააკავეს, რომლებიც, ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოებისა და ისრაელის აზრით, ჰამასის წევრები არიან და რომლებიც ებრაელებზე თავდასხმებსა და სხვა ტერაქტებს ამზადებდნენ ამ ქვეყნებში, იუწყება BBC News.როგორც გერმანიის პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, სამი დაკავებულიდან ერთ-ერთმა ლიბანიდან, ჰამასის ხელმძღვანელობისგან, მიიღო დავალება, ეპოვა იარაღის სამალავი, რომელიც მანამდე ჰამასის სხვა წევრებმა მოამზადეს.დანიის ხელისუფლებამ ხუთშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავა სამი ადამიანი, რომლებიც ტერაქტის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილი. ამასთან დანიის სადაზვერვო სააგენტო PET-ს საჯაროდ არ უთქვამს, რომ მათ საქმესა და გერმანიაში დაპატიმრებებს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. PET-ის ხელმძღვანელმა ანჯა დალგარდ-ნილსენმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ტერაქტების საფრთხე ღაზის სექტორში ომსა და დანიასა და შვედეთში ყურანის დაწვას უკავშირდებოდა. თუმცა, როგორც იუსტიციის მინისტრმა პიტერ ჰუმელგარდმა თქვა, ეს საქმე ადასტურებს, რომ დანიაში ებრაელებს საფრთხე ემუქრება.დანიაში აცხადებენ, რომ პოლიცია გააძლიერებს ქვეყანაში ებრაელებთან დაკავშირებული ყველა ობუექტის დაცვას და ასევე გაიზრდება პატრულების რაოდენობა კოპენჰაგენში.წყარო: BBC News
გერმანია
დანია
ნიდერლანდები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/11/284279930_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_96f0038955f2de4c1d0bd6ddfe0b1f17.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, გერმანია , დანია , ნიდერლანდები, პოლიტიკა, ისრაელი-ჰამასის ომი
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, გერმანია , დანია , ნიდერლანდები, პოლიტიკა, ისრაელი-ჰამასის ომი
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ევროპის სამ ქვეყანაში — გერმანიაში, ნიდერლანდებსა და დანიაში ხუთშაბათს შვიდი ადამიანი დააკავეს, რომლებიც, ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოებისა და ისრაელის აზრით, ჰამასის წევრები არიან და რომლებიც ებრაელებზე თავდასხმებსა და სხვა ტერაქტებს ამზადებდნენ ამ ქვეყნებში, იუწყება BBC News.
როგორც გერმანიის პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, სამი დაკავებულიდან ერთ-ერთმა ლიბანიდან, ჰამასის ხელმძღვანელობისგან, მიიღო დავალება, ეპოვა იარაღის სამალავი, რომელიც მანამდე ჰამასის სხვა წევრებმა მოამზადეს.
„იარაღი ბერლინში უნდა ჩამოეტანათ და მზად ჰქონოდათ ევროპაში ებრაული ორგანიზაციების წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტული თავდასხმებისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.
დანიის ხელისუფლებამ ხუთშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავა სამი ადამიანი, რომლებიც ტერაქტის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილი.
„საფრთხე იმდენად სერიოზული იყო, რამდენადაც ეს შესაძლებელია“, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა.
ამასთან დანიის სადაზვერვო სააგენტო PET-ს საჯაროდ არ უთქვამს, რომ მათ საქმესა და გერმანიაში დაპატიმრებებს შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. PET-ის ხელმძღვანელმა ანჯა დალგარდ-ნილსენმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ტერაქტების საფრთხე ღაზის სექტორში ომსა და დანიასა და შვედეთში ყურანის დაწვას უკავშირდებოდა. თუმცა, როგორც იუსტიციის მინისტრმა პიტერ ჰუმელგარდმა თქვა, ეს საქმე ადასტურებს, რომ დანიაში ებრაელებს საფრთხე ემუქრება.
დანიაში აცხადებენ, რომ პოლიცია გააძლიერებს ქვეყანაში ებრაელებთან დაკავშირებული ყველა ობუექტის დაცვას და ასევე გაიზრდება პატრულების რაოდენობა კოპენჰაგენში.