https://sputnik-georgia.com/20231214/qutaisis-aeroportistvis-ganvitarebis-master-gegma-semusavdeba-284958513.html
ქუთაისის აეროპორტისთვის განვითარების მასტერ-გეგმა შემუშავდება
ქუთაისის აეროპორტისთვის განვითარების მასტერ-გეგმა შემუშავდება
Sputnik საქართველო
ქუთაისის აეროპორტში 85 მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება, კერძოდ, წელიწადნახევარში იგეგმება 3,5 კილომეტრის სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაპროექტება და... 14.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-14T21:41+0400
2023-12-14T21:41+0400
2023-12-14T21:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ქუთაისი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/06/281993470_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_5e09add1babe593908d99452c0897605.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს ექსპერტები უახლოესი 5,10 და 20 წლისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების მასტერ-პლანს შეიმუშავებენ, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.IATA ქუთაისის აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულია. 6 თვის განმავლობაში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტები ქუთაისის აეროპორტის განვითარების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებენ.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით თბილისში 3 დღიანი ვიზიტით საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს ექსპერტები იმყოფებიან.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაზე ძირითად გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც მომდევნო წლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებასთანაა დაკავშირებული.ექსპერტები აეროპორტების გაერთიანების შემდეგ ქუთაისის აეროპორტის განვითარებაში ჩართულ ყველა უწყებასთან გამართავენ შეხვედრებს.მგზავრთნაკადი ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში რეკორდულად გაიზრდება - დავითაშვილი >>ისნი ასევე მოინახულებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალსა და სააეროდრომო ნაწილს და არსებულ პოტენციალსა და შესაძლებლობებს ადგილზე შეისწავლიან.აეროპორტის განვითარებასაქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ქუთაისის აეროპორტში 85 მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება. კერძოდ, წელიწადნახევარში იგეგმება 3,5 კილომეტრის სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაპროექტება და აშენება. მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი მალე ერთ მილიონს მიაღწევს, ამიტომ მას სათანადო ყურადღება სჭირდება.მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტი სრულფასოვანი უნდა იყოს არა მხოლოდ მგზავრთა გადაყვანის კუთხით, არამედ ქუთაისის როგორც სატვირთო-ლოგისტიკური ცენტრის განვითარების კუთხით.ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.ქუთაისის აეროპორტში მემილიონე მგზავრს დახვდნენ >>სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ის 105%-ით გაიზარდა - აეროპორტი 1,5 მილიონ მგზავრს მოემსახურა.გარდა სამგზავრო მიმოსვლისა, ფრენების რაოდენობაც ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა. წლის დასაწყისიდან აეროპორტმა შეასრულა 4,5 ათასი რეისი, 55%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/06/281993470_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_839810e0f6d060be8ba07bdb5a4312cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისი
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისი
ქუთაისის აეროპორტისთვის განვითარების მასტერ-გეგმა შემუშავდება
ქუთაისის აეროპორტში 85 მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება, კერძოდ, წელიწადნახევარში იგეგმება 3,5 კილომეტრის სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაპროექტება და აშენება.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს ექსპერტები უახლოესი 5,10 და 20 წლისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების მასტერ-პლანს შეიმუშავებენ, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.
IATA ქუთაისის აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულია. 6 თვის განმავლობაში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტები ქუთაისის აეროპორტის განვითარების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებენ.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც არა მხოლოდ ტურიზმის გენერირების მიმართულებით, არამედ რეგიონში ეკონომიკური მდგენელიც. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა აეროპორტის მასტერპლანის არსებობა. უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო დოკუმენტის, რომელიც მსოფლიოში ყველა აეროპორტს უნდა გააჩნდეს და მასზე ძირითადად ოპერატორი კომპანიები მუშაობენ“, - განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით თბილისში 3 დღიანი ვიზიტით საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს ექსპერტები იმყოფებიან.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სათავო ოფისში გამართულ შეხვედრაზე ძირითად გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც მომდევნო წლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებასთანაა დაკავშირებული.
ექსპერტები აეროპორტების გაერთიანების შემდეგ ქუთაისის აეროპორტის განვითარებაში ჩართულ ყველა უწყებასთან გამართავენ შეხვედრებს.
ისნი ასევე მოინახულებენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალსა და სააეროდრომო ნაწილს და არსებულ პოტენციალსა და შესაძლებლობებს ადგილზე შეისწავლიან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ქუთაისის აეროპორტში 85 მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება. კერძოდ, წელიწადნახევარში იგეგმება 3,5 კილომეტრის სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაპროექტება და აშენება. მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი მალე ერთ მილიონს მიაღწევს, ამიტომ მას სათანადო ყურადღება სჭირდება.
მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტი სრულფასოვანი უნდა იყოს არა მხოლოდ მგზავრთა გადაყვანის კუთხით, არამედ ქუთაისის როგორც სატვირთო-ლოგისტიკური ცენტრის განვითარების კუთხით.
ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ის 105%-ით გაიზარდა - აეროპორტი 1,5 მილიონ მგზავრს მოემსახურა.
გარდა სამგზავრო მიმოსვლისა, ფრენების რაოდენობაც ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა. წლის დასაწყისიდან აეროპორტმა შეასრულა 4,5 ათასი რეისი, 55%-ით მეტი, ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.