https://sputnik-georgia.com/20231005/gzavrtnakadi-batumisa-da-qutaisis-aeroportebsi-rekordulad-gaizrdeba-davitasvili-282986570.html
მგზავრთნაკადი ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში რეკორდულად გაიზრდება - დავითაშვილი
მგზავრთნაკადი ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში რეკორდულად გაიზრდება - დავითაშვილი
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა ადრე განაცხადა, რომ ქვეყანა საავიაციო ჰაბად უნდა გადაიქცეს. 05.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-05T16:01+0400
2023-10-05T16:01+0400
2023-10-05T19:36+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
ბათუმი
ქუთაისი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252244921_0:92:3315:1957_1920x0_80_0_0_681b2e76876d63e77a8fc9ec3e099ab0.jpg
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები 2023 წელს მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურებიან, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა. დავითაშვილის თქმით, მგზავრთანაკადისა და ავიარეისების მუდმივ ზრდასთან დაკავშირებით საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო, ისე შიდა აეროპორტების განვითარება. მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს ქუთაისის აეროპორტმა მემილიონე მგზავრი მიიღო, რაც დროის ამ მონაკვეთში პირველი პრეცედენტია ქუთაისის აეროპორტისთვის. დავითაშვილის ინფორმაციით, 2022 წელს, პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის აღდგენის დონე საქართველოს აეროპორტებში 85%-ია, ხოლო რეისების აღდგენის დონე – 88%. აეროპორტების განვითარება მინისტრმა გაიხსენა მთავრობის რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ქართული ავიაციის განვითარებისკენაა მიმართული. კერძოდ, მიმდინარე წლის ზაფხულში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საავიაციო ჰაბად გადაქცევის ამბიციური გეგმების თაობაზე განაცხადა. ვაზიანის ახალი აეროპორტის მშენებლობა საქართველოს უსაფრთხოებას გააუმჯობესებს>>მთავრობა ორ ვარიანტს განიხილავს – არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას და ყოფილი ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახლის აშენებას. როგორც ადრე მთავრობაში განაცხადეს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება. მთავრობას სურს ჰქონდეს ისეთი აეროპორტი, რომელიც ხელს შეუწყობს სატვირთო საჰაერო გადაზიდვების განვითარებას, ბუნებრივია, სამგზავრო ავიაციის განვითარების კვალდაკვალ. საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი, საუკეთესო არქიტექტორების და ჯგუფების, კომპანიების შერჩევა, რათა სამუშაოები 2024 წელს დაიწყოს. საქართველოში ახალი ვერტოდრომების აშენებას აპირებენ>>ამჟამად თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება შეზღუდულია მთავრობასა და კომპანია TAV Georgia-ს შორის ხელმოწერილი შეთანხმებით. ეს კომპანია თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს. შეთანხმების მიხედვით, რომელიც 2027 წლამდე მოქმედებს, ამჟამად აკრძალულია საერთაშორისო რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 200 კმ რადიუსში. დავითაშვილის თქმით, ასევე იგეგმება კახეთში თელავის აეროპორტის რეკონსტრუქცია, კერძოდ, ახალი სამგზავრო ტერმინალის აშენება, რაც 50 ათას მგზავრზე იქნება გათვლილი, აგრეთვე სანავიგაციო კოშკის მშენებლობა. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი დანიშნულების ფრენების გეოგრაფიული არეალის გაფართოებას, შიდა ფრენების და ტურიზმის სტიმულირებას. პროექტის განსახორციელებლად 25 მლნ ლარი გამოყვეს. ქუთაისის აეროპორტში მემილიონე მგზავრს დახვდნენ>>ქუთაისის აეროპორტში იგეგმება 3,5 კმ სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის აშენება. ეს ხელს შეუწყობს როგორც აღნიშნული აეროპორტის, ისე ქვეყნის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების პოტენციალის გაუმჯობესებას. სახელმწიფო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებისთვის 85 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რათა მან სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქცია-მოვალეობები.
საქართველო
ბათუმი
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252244921_584:0:3315:2048_1920x0_80_0_0_02d8961e301ed8fa9171f39b9ed20f04.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ლევან დავითაშვილი, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ბათუმი , ქუთაისი
ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ლევან დავითაშვილი, ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ბათუმი , ქუთაისი
მგზავრთნაკადი ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში რეკორდულად გაიზრდება - დავითაშვილი
16:01 05.10.2023 (განახლებულია: 19:36 05.10.2023) საქართველოს პრემიერმა ადრე განაცხადა, რომ ქვეყანა საავიაციო ჰაბად უნდა გადაიქცეს.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები 2023 წელს მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოემსახურებიან, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილის თქმით, მგზავრთანაკადისა და ავიარეისების მუდმივ ზრდასთან დაკავშირებით საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო, ისე შიდა აეროპორტების განვითარება.
„2023 წლის საპროგნოზო მონაცემების თანახმად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წელს მგზავრების რეკორდულ რაოდენობას – 1,5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება. ასევე მოსალოდნელია, რომ 2023 წლის განმავლობაში რეკორდულად ბევრ მგზავრს მოემსახურება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც, რომლის მგზავრთნაკადის ოდენობა 750 ათასს მიაღწევს", – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს ქუთაისის აეროპორტმა მემილიონე მგზავრი მიიღო, რაც დროის ამ მონაკვეთში პირველი პრეცედენტია ქუთაისის აეროპორტისთვის.
დავითაშვილის ინფორმაციით, 2022 წელს, პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის აღდგენის დონე საქართველოს აეროპორტებში 85%-ია, ხოლო რეისების აღდგენის დონე – 88%.
მინისტრმა გაიხსენა მთავრობის რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ქართული ავიაციის განვითარებისკენაა მიმართული.
კერძოდ, მიმდინარე წლის ზაფხულში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს საავიაციო ჰაბად გადაქცევის ამბიციური გეგმების თაობაზე განაცხადა.
მთავრობა ორ ვარიანტს განიხილავს – არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას და ყოფილი ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახლის აშენებას.
როგორც ადრე მთავრობაში განაცხადეს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.
მთავრობას სურს ჰქონდეს ისეთი აეროპორტი, რომელიც ხელს შეუწყობს სატვირთო საჰაერო გადაზიდვების განვითარებას, ბუნებრივია, სამგზავრო ავიაციის განვითარების კვალდაკვალ.
საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი, საუკეთესო არქიტექტორების და ჯგუფების, კომპანიების შერჩევა, რათა სამუშაოები 2024 წელს დაიწყოს.
ამჟამად თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება შეზღუდულია მთავრობასა და კომპანია TAV Georgia-ს შორის ხელმოწერილი შეთანხმებით. ეს კომპანია თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
შეთანხმების მიხედვით, რომელიც 2027 წლამდე მოქმედებს, ამჟამად აკრძალულია საერთაშორისო რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 200 კმ რადიუსში.
დავითაშვილის თქმით, ასევე იგეგმება კახეთში თელავის აეროპორტის რეკონსტრუქცია, კერძოდ, ახალი სამგზავრო ტერმინალის აშენება, რაც 50 ათას მგზავრზე იქნება გათვლილი, აგრეთვე სანავიგაციო კოშკის მშენებლობა.
პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი დანიშნულების ფრენების გეოგრაფიული არეალის გაფართოებას, შიდა ფრენების და ტურიზმის სტიმულირებას. პროექტის განსახორციელებლად 25 მლნ ლარი გამოყვეს.
ქუთაისის აეროპორტში იგეგმება 3,5 კმ სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის აშენება. ეს ხელს შეუწყობს როგორც აღნიშნული აეროპორტის, ისე ქვეყნის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების პოტენციალის გაუმჯობესებას.
სახელმწიფო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებისთვის 85 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რათა მან სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქცია-მოვალეობები.