https://sputnik-georgia.com/20230924/qutaisis-aeroportsi-memilione-mgzavrs-daxvdnen-282608958.html
ქუთაისის აეროპორტში მემილიონე მგზავრს დახვდნენ
ქუთაისის აეროპორტში მემილიონე მგზავრს დახვდნენ
Sputnik საქართველო
ქუთაისის აეროპორტში ამ ეტაპზე ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც 18 ქვეყანაში 35 მიმართულებით ფრენას ახორციელებენ. 24.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-24T23:29+0400
2023-09-24T23:29+0400
2023-09-25T01:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ქუთაისი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/18/282607599_0:142:1600:1043_1920x0_80_0_0_a0f37e50d753751af5805818c871769d.jpg
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა 2023 წლის მემილიონე მგზავრი მიიღო - ის გერმანიის ქალაქ ფრანკფურტიდან WizzAir-ის რეგულარული რეისით ჩამოფრინდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური.მემილიონე მგზავრს აეროპორტში დახვდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.ღონისძიების მთავარი ნაწილი ბარგის გაცემის სივრცეში გაიმართა, სადაც მემილიონე მგზავრი გამოვლინდა: საბარგო ლენტზე სპეციალურად, მემილიონე მგზავრისთვის – გერმანელი პიტერ გოეთზინგერისთვის დაბრენდილი ჩემოდანი გამოჩნდა, რომელშიც აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, სხვადასხვა საჩუქარი იდო. მათ შორის, სამოგზაურო ვაუჩერი ღია თარიღით საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მოგზაურობისთვის, ასევე, სხვადასხვა ქართული წარმოების პროდუქტი და ავიაკომპანია Wizz Air-ის ვაუჩერი, ასევე, ნებისმიერი მიმართულებით, აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევას მიმართავს, რათა საქართველოს სიდიდით რიგით მეორე აეროპორტი კიდევ უფრო მეტად განვითარდესმან ყურადღება გაამახვილა აეროპორტში დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომლის მიხედვითაც, ქუთაისში აშენდება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომლის სიგრძე – 3,5 კმ – ქუთაისის აეროპორტს მისცემს შესაძლებლობას, ყველა ზომის საჰაერო ხომალდს მოემსახუროს და გაზარდოს მგზავრთა გამტარუნარიანობა.მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებულ განვითარების გეგმაზე.„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, რათა გვქონდეს მეტი პირდაპირი ავიამიმოსვლა სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან, განსაკუთრებით ევროპის სახელმწიფოებთან. როგორც იცით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი ევროპის მიმართულებით,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის პროექტი ექვს თვეში უნდა იყოს მზად - შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს აეროპორტების გაერთიანებამ და კომპანია „აბსოლუტ სერვისმა“. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3,2 მლნ დოლარია, რასაც აეროპორტების გაერთიანება საკუთარი შემოსავლებიდან დაფარავს.ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი E კოდით აღნიშნული საჰაერო ხომალდებისთვის იქნება განკუთვნილი. კერძოდ, უნდა მოერგოს „ბოინგ 747“ ხომალდს. ეს კი შესაძლებლობას ქმნის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით ისარგებლონ დიდი ზომის (ე.წ. wide body) საჰაერო ხომალდებმა, რაც შორ მანძილებზე ახალი ავიამიმართულებების დამატების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი D კოდით ოპერირებს, მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2,5 კმ-ს შეადგენს, რაც საშუალო ზომის საჰაერო ხომალდების მიღება-გაშვების საშუალებას იძლევა.ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/18/282607599_135:122:1394:1066_1920x0_80_0_0_c49bd7adfee4393afd30a95a5667a10b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ქუთაისი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ქუთაისის აეროპორტში მემილიონე მგზავრს დახვდნენ
23:29 24.09.2023 (განახლებულია: 01:00 25.09.2023) ქუთაისის აეროპორტში ამ ეტაპზე ხუთი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც 18 ქვეყანაში 35 მიმართულებით ფრენას ახორციელებენ.
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა 2023 წლის მემილიონე მგზავრი მიიღო - ის გერმანიის ქალაქ ფრანკფურტიდან WizzAir-ის რეგულარული რეისით ჩამოფრინდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური.
მემილიონე მგზავრს აეროპორტში დახვდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
ღონისძიების მთავარი ნაწილი ბარგის გაცემის სივრცეში გაიმართა, სადაც მემილიონე მგზავრი გამოვლინდა: საბარგო ლენტზე სპეციალურად, მემილიონე მგზავრისთვის – გერმანელი პიტერ გოეთზინგერისთვის დაბრენდილი ჩემოდანი გამოჩნდა, რომელშიც აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, სხვადასხვა საჩუქარი იდო. მათ შორის, სამოგზაურო ვაუჩერი ღია თარიღით საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მოგზაურობისთვის, ასევე, სხვადასხვა ქართული წარმოების პროდუქტი და ავიაკომპანია Wizz Air-ის ვაუჩერი, ასევე, ნებისმიერი მიმართულებით, აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
„ჩვენთვის ძალიან საამაყო და სასიხარულო იყო, როდესაც ჩვენი აეროპორტის მემილიონე მგზავრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მოგზაურობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბევრი სტატია წაიკითხა ჩვენი ქვეყნის შესახებ. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს ცნობადობა გერმანიის ტურისტულ ბაზარზე იზრდება“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევას მიმართავს, რათა საქართველოს სიდიდით რიგით მეორე აეროპორტი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს
მან ყურადღება გაამახვილა აეროპორტში დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომლის მიხედვითაც, ქუთაისში აშენდება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რომლის სიგრძე – 3,5 კმ – ქუთაისის აეროპორტს მისცემს შესაძლებლობას, ყველა ზომის საჰაერო ხომალდს მოემსახუროს და გაზარდოს მგზავრთა გამტარუნარიანობა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებულ განვითარების გეგმაზე.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, რათა გვქონდეს მეტი პირდაპირი ავიამიმოსვლა სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებთან, განსაკუთრებით ევროპის სახელმწიფოებთან. როგორც იცით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხორციელდება ყველაზე მეტი პირდაპირი რეისი ევროპის მიმართულებით,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის პროექტი ექვს თვეში უნდა იყოს მზად - შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს აეროპორტების გაერთიანებამ და კომპანია „აბსოლუტ სერვისმა“. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 3,2 მლნ დოლარია, რასაც აეროპორტების გაერთიანება საკუთარი შემოსავლებიდან დაფარავს.
ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი E კოდით აღნიშნული საჰაერო ხომალდებისთვის იქნება განკუთვნილი. კერძოდ, უნდა მოერგოს „ბოინგ 747“ ხომალდს. ეს კი შესაძლებლობას ქმნის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით ისარგებლონ დიდი ზომის (ე.წ. wide body) საჰაერო ხომალდებმა, რაც შორ მანძილებზე ახალი ავიამიმართულებების დამატების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.
ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი D კოდით ოპერირებს, მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 2,5 კმ-ს შეადგენს, რაც საშუალო ზომის საჰაერო ხომალდების მიღება-გაშვების საშუალებას იძლევა.
ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 18 ქვეყნის 35 მიმართულებით სრულდება.