https://sputnik-georgia.com/20230913/saqartvelosi-axali-vertodromebis-asenebas-apireben-282260757.html
საქართველოში ახალი ვერტოდრომების აშენებას აპირებენ
საქართველოში ახალი ვერტოდრომების აშენებას აპირებენ
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს 13.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-13T23:42+0400
2023-09-13T23:42+0400
2023-09-13T23:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1b/251846787_0:166:3072:1894_1920x0_80_0_0_f81b2463f151e50cd8e0de1df2aaf9eb.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ახალი ვერტოდრომების ასაშენებლად 333 ლოკაცია შეაფასა, იუწყება მედიაპლატფორმა Commersant საინფორმაციო სააგენტო Interpressnews-ზე დაყრდნობით.სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ვერტოდრომების მშენებლობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე უმოქმედო და ახალი საფრენი მოედნების განთავსების ადგილები ტექნიკური თვალსაზრისით შეისწავლა და შესაბამისი ანგარიში შეიმუშავა.როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში საავიაციო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით.ქუთაისის აეროპორტი მალე ნებისმიერი თვითმფრინავის მიღებას შეძლებს - გაერთიანების დირექტორი >>კერძოდ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იგეგმება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს როგორც აღნიშნული აეროპორტის, ისე ქვეყნის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების პოტენციალის გაუმჯობესებას.ქუთაისის აეროპორტში 3,5 კმ სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტირებისა და აშენების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი მალე ერთ მილიონს მიაღწევს, ამიტომაც ის სათანადო ყურადღებას საჭიროებს.ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებისთვის 85 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რათა მან სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქცია-მოვალეობები.ასევე, იგეგმება თელავის აეროპორტის რეაბილიტაცია, ახალი სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაგრძელება. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი დანიშნულების ფრენების გეოგრაფიული არეალის გაფართოებას, შიდა ფრენების და ტურიზმის სტიმულირებას.პროექტის განსახორციელებლად 25 მლნ ლარი გამოყვეს.2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს აეროპორტები 2,5 მლნ მგზავრს მოემსახურნენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1b/251846787_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_580fa8c5d2f4ac933dd5cd00dee772d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
საქართველოში ახალი ვერტოდრომების აშენებას აპირებენ
საქართველოს ხელისუფლება საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ახალი ვერტოდრომების ასაშენებლად 333 ლოკაცია შეაფასა, იუწყება მედიაპლატფორმა Commersant საინფორმაციო სააგენტო Interpressnews-ზე დაყრდნობით.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ვერტოდრომების მშენებლობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე უმოქმედო და ახალი საფრენი მოედნების განთავსების ადგილები ტექნიკური თვალსაზრისით შეისწავლა და შესაბამისი ანგარიში შეიმუშავა.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაასრულა საქართველოს ტერიტორიაზე უმოქმედო და ახალი საფრენი მოედნების განთავსების ადგილების ტექნიკური თვალსაზრისით შესწავლა და შეიმუშავა ვერტმფრენებისთვის საფრენი მოედნების მოწყობის შესაძლებლობის შესწავლის ანგარიში“, - ნათქვამია
განცხადებაში.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში საავიაციო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით.
კერძოდ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იგეგმება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს როგორც აღნიშნული აეროპორტის, ისე ქვეყნის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების პოტენციალის გაუმჯობესებას.
ქუთაისის აეროპორტში 3,5 კმ სიგრძის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტირებისა და აშენების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი მალე ერთ მილიონს მიაღწევს, ამიტომაც ის სათანადო ყურადღებას საჭიროებს.
ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის თქმით, სახელმწიფო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებისთვის 85 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რათა მან სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქცია-მოვალეობები.
ასევე, იგეგმება თელავის აეროპორტის რეაბილიტაცია, ახალი სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაგრძელება. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი დანიშნულების ფრენების გეოგრაფიული არეალის გაფართოებას, შიდა ფრენების და ტურიზმის სტიმულირებას.
პროექტის განსახორციელებლად 25 მლნ ლარი გამოყვეს.
2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს აეროპორტები 2,5 მლნ მგზავრს მოემსახურნენ.