ბათუმის ქუჩები უფრო უსაფრთხო გახდება: ქალაქში მართლწესრიგის ოფიცრები გამოჩნდნენ

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2023
გამოწერა
მართლწესრიგის ოფიცრებმა ყოფილი უბნის ინსპექტორები ჩაანაცვლეს.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში მართლწესრიგის ინსტიტუტი უკვე ბათუმშიც ამოქმედდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.
საქართველოში მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი 2019 წელს ამოქმედდა. მათ ყოფილი უბნის ინსპექტორები ჩაანაცვლეს - უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში გაუქმდა.
უწყების ცნობით, მართლწესრიგის 20 ოფიცერი ბათუმში, აჭარისპოლიციის დეპარტამენტში მუშაობას უკვე შეუდგა.
ოფიცრების შერჩევა საკონკურსო წესით მოხდა. კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეკვირიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს.
მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის ისეთი საკითხები, როგორიცაა არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება.
მის ფუნქცია-მოვალეობებში ასევე შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება და ა.შ.
საქართველოს მასშტაბით მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი უკვე მოქმედებს თბილისში, რუსთავსა და ბათუმში. ოფიცერთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გაიზრდება და ინსტიტუტი ყველა მსხვილ ქალაქში ამოქმედდება.
ყველა ახალი ამბავი
0