2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი პარლამენტშია – ძირითადი პროგნოზები

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2023
გამოწერა
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ თანხას ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მოთავრობამ პარლამენტში 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი წარადგინა.
სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს როგორც მშპ-ის ზრდის ამჟამინდელ მაჩვენებლებს, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაცემებს მომავალი წლის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შესახებ, მათ შორის პროგნოზებს საქართველოს მიმართ.
2024 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზი

მაჩვენებელი

2023

2024

ეკონომიკური ზრდა, %

6,5

5,2

დეფლატორი, %

3,1

3,0

მშპ-ის მოცულობა, მლრდ ლარი

79,3

85,98

შემოსულობები კონსოლიდირებულ ბიუჯეტში, მლრდ ლარი

21,9

21,9

სახბიუჯეტის დეფიციტი, % მშპ-თან

2,8

2,5

სახბიუჯრტის ხარჯები, % მშპ-თან

22,5

23,3

2024 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზის თანახმად, ეკონომიკური ზრდა 5,2%-ს შეადგენს, ბიუჯეტის დეფიციტი - 2,5%-ს, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის დაახლოებით 38% იქნება.
აღნიშნული პარამეტრებით მშპ-ის საპროგნოზო მაჩვენებელი მომავალ წელს 86 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებული მშპ 8,5 ათას დოლარს გადააჭარბებს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ახალი პარამეტრები
წარმოდგენილი საბოლოო ვარიატის თანახმად, 2024 წლის ბიუჯეტში შემოსულობები, გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან შედარებით, 2,4 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 24,6 მლრდ ლარი იქნება.
ამასთან, შემოსულობები 2,5 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 20,7 მლრდ ლარს შეადგენს.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 2024 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები

მაჩვენებელი

2023

2024

შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში

22 170,9

24 569,5

საგადასახადო შემოსულობები სახელმწიფო ბიუჯეტში

16 710,4

19 115,0

გრანტები

279,6

266,0

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები

22 311,3

25 030,4

რაც შეეხება ბიუჯეტის გასავლის ნაწილს, პროექტის თანახმად, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების მოხცულობა დაახლოებით 2,7 მლრდ ლარით გაიზრდება და დაახლოებით 25 მლრდ ლარს მიაღწევს.
ვინ მიიღებს მეტ თანხას
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყველაზე მეტ თანხას ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს, რომლის ბიუჯეტი 7,8 მილიარდი ლარი იქნება.
ამ თანხების დიდი ნაწილი მოხმარდება სოციალურ პროგრამებს, კერძოდ, ასაკობრივი პენსიონერების პენსიების გაზრდას, მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას და ექიმების, ექთნებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ხელფასების გაზრდას.
თანხები ასევე მოხმარდება იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებას.
2024 წლის დამუშავებული სახელმწიფო ბიუჯეტი - პროგნოზები, პრიორიტეტები და მიმართულებები>>>
2024 წელს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 3,4 მლრდ ლარი იქნება, საიდანაც 1,9 მლრდ ლარი მოხმარდება გზების მშენებლობას, დანარჩენი თანხა კი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, წყალმომარაგების სისტემის განახლებას და სკოლების მშენებლობას.
მთავრობის გადაწყვეტილებით, განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 2,5 მლრდ ლარზე მეტი იქნება, ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება პედაგოგებისა და მანდატურების ხელფასების ზრდას, ასევე სკოლების მშენებლობას.
გაზრდილი ბიუჯეტი გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროსთვისაც, რომლის ბიუჯეტიც 1,4 მლრდ ლარი იქნება და თანხები მოხმარდება სამხედრო პირების ხელფასების 10%-ით ზრდას, მათთვის ბინების მშენებლობას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებას.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტიც, რომელიც 1,3 მლრდ ლარი იქნება - თანხები პოლიციის თანამშრომელთა ხელფასების 10%-ით ზრდას მოხმარდება.
2023 წლის პროგნოზით, მთავრობის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 27 მილიონი ლარი იქნება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი კი 9,6 მილიონი ლარი.
ყველა ახალი ამბავი
0