საქართველოს ხელისუფლება მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე მუშაობს - პრემიერი

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2023
გამოწერა
მასწავლებლის ხელფასი სრული დატვირთვის შემთხვევაში საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც მასწავლებელთა ხელფასებზეც აისახება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების რეფორმის პროექტის პრეზენტაციაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა 2023 წლის ნოემბრის ბოლოს განაცხადა, რომ 2024 წლის 1 ივლისიდან მასწავლებელთა ხელფასები უპრეცედენტოდ გაიზრდება.

„გაგრძელდება მასწავლებელთა პროფესიის პრესტიჟის ამაღლება, ეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი ხელისუფლების. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას. მინისტრის ინიციატივით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დახვეწაზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა სამინისტროს მზარდ ბიუჯეტზეც ისაუბრა. მისი თქმით, 2012 წელს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი იყო 626 მილიონი ლარი, წელს ბიუჯეტი იყო 2 მილიარდ 77 მილიონი ლარი და 2024 წელს იქნება 2 მილიარდ 508 მილიონი.
„ამით ყველაფერი ნათქვამია, თუ ვინ აქცევს რეალურ ყურადღებას განათლებას, ჩვენს მომავალ თაობას და ვინ ანგრევდა მიზანმიმართულად განათლების სისტემას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლების ხელფასების გაზრდა, აღნიშნა პრემიერმა.
რა ელოდება საქართველოს განათლების სამინისტროს სისტემას? >>
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ – მასწავლებლების ხელფასების ზრდა. თუ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟზე გვაქვს საუბარი, არ შეიძლება, რომ მასწავლებლის ხელფასი იყოს დაბალი, არ იყოს შესაფერისი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, 2012 წელს მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება იყო 330 ლარი, 2023 წელს კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის 1200 ლარამდე.
„ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მნიშვნელოვნად გავზარდეთ მასწავლებლის ხელფასი. საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება სრული დატვირთვის შემთხვევაში მასწავლებლის ხელფასი, ზოგ შემთხვევაში – 600, 700 და 800 ლარითაც კი. 1700-1800 ლარი გახდება მასწავლებლის ხელფასი“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან. პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები. სტატუსიდან გამომდინარე ხელფასი 400-დან 1745 ლარამდე მერყეობს. განათლების მინისტრი აცხადებს, რომ ხელფასების ზრდა სტატუსზე არ იქნება დამოკიდებული.
ყველა ახალი ამბავი
0