https://sputnik-georgia.com/20231212/kobaxidze-zurabishvili-nacmozraobis-prezidentia-284900511.html
კობახიძე: ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის" პრეზიდენტია
კობახიძე: ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის" პრეზიდენტია
Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება. 12.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-12T18:37+0400
2023-12-12T18:37+0400
2023-12-12T18:37+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისია
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0e/284213700_0:165:2048:1318_1920x0_80_0_0_1dc65d92038e48299cd31a1fbb7234b4.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებს საერთო არაფერი აქვთ სალომე ზურაბიშვილის ღონისძიებაზე, რომელიც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტია, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლეში 13 დეკემბერს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიიწვია. ამ დღეს ის ევროკავშირის ქვეყნების ელჩებისთვის პეტიციაზე ხელმოწერების გადაცემას აპირებს, რომლებიც კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვდა.მისი თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის საბოტაჟს ახორციელებდა.„დღემდე ვერ ათქმევინა ვერავინ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რა გვინდა ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე?!“ - აღნიშნა კობახიძემ.ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.მიანიჭებენ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსს? პარლამენტის სპიკერის მოსაზრება>>>მმართველმა პარტიამ 2023 წლის ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია საზღვარგარეთული ვიზიტების დროს. მაშინ მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტის საკითხს საჭირო 100 ხმის ნაცვლად 86 ხმა მოაგროვა.სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციას შეუერთდა.საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისაქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.დარჩიაშვილი - არცერთი ქვეყანა არ არის საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი>>>პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/0e/284213700_85:127:1736:1365_1920x0_80_0_0_d3534aecef4442c5dde74349d3e3f187.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , ახალი ამბები
კობახიძე: ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის" პრეზიდენტია
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება.
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებს საერთო არაფერი აქვთ სალომე ზურაბიშვილის ღონისძიებაზე, რომელიც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტია, განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლეში 13 დეკემბერს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიიწვია. ამ დღეს ის ევროკავშირის ქვეყნების ელჩებისთვის პეტიციაზე ხელმოწერების გადაცემას აპირებს, რომლებიც კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში შეგროვდა.
„ჩვენ არაფერი გვესაქმება „ნაცმოძრაობის" პრეზიდენტის ღონისძიებაზე, მით უმეტეს, რომ იგი აგრძელებს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას. ასეთი ადამიანის ღონისძიებებზე, რა თქმა უნდა, არ და ვერ მივალთ", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის საბოტაჟს ახორციელებდა.
„დღემდე ვერ ათქმევინა ვერავინ სალომე ზურაბიშვილს, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. რა გვინდა ასეთი ადამიანის ღონისძიებაზე?!“ - აღნიშნა კობახიძემ.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია საზღვარგარეთული ვიზიტების დროს. მაშინ მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტის საკითხს საჭირო 100 ხმის ნაცვლად 86 ხმა მოაგროვა.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2024 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციას შეუერთდა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.