https://sputnik-georgia.com/20231212/2027-wlistvis-yvela-skola-evropuli-standartebis-sesabamisi-iqneba-284902829.html
2027 წლისთვის ყველა სკოლა ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება - პრემიერი
2027 წლისთვის ყველა სკოლა ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება - პრემიერი
Sputnik საქართველო
პრემიერის თქმით, 2024 წელს დაახლოებით 250 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციაა დაგეგმილი. 12.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-12T20:21+0400
2023-12-12T20:21+0400
2023-12-12T20:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1a/282681895_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_0cea0324dcc05ce8bc7dfb936305f735.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. 2027 წლისთვის საქართველოში ყველა სკოლა გარემონტდება და აშენდება ერთიანი ევროპული სტანდარტით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ზოგადი განათლების რეფორმის“ პრეზენტაციაზე.2022-2023 წლებში მთლიანობაში 71 საჯარო სკოლის სრული სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, 200 საჯარო სკოლაში კი ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2024 წელს დაახლოებით 250 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციაა დაგეგმილი.„შარშან დავაკონტრაქტეთ რამდენიმე ასეული სკოლა, წელსაც უკვე მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები და გაისად, 2024 წელს დაგეგმილია დაახლოებით 250-მდე ახალი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაციაც”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები და მასწავლებლები ღირსეულ პირობებში ატარებდნენ დღეს, იღებდნენ ცოდნას და ასწავლიდნენ ჩვენს შვილებს, აღნიშნა ღარიბაშვილმა.რა ელოდება საქართველოს განათლების სამინისტროს სისტემას? >>პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით საქართველოში 2022 წლის შემოდგომაზე მასშტაბური პროექტის - 800 სკოლის მშენებლობა და განახლება დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რომლითაც 230 ათასზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს.პროექტის ღირებულება 1 მლრდ ლარის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1a/282681895_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_c5e9175333795f4a9c676c1cfc7683cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი
2027 წლისთვის ყველა სკოლა ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება - პრემიერი
პრემიერის თქმით, 2024 წელს დაახლოებით 250 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. 2027 წლისთვის საქართველოში ყველა სკოლა გარემონტდება და აშენდება ერთიანი ევროპული სტანდარტით, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ზოგადი განათლების რეფორმის“ პრეზენტაციაზე.
2022-2023 წლებში მთლიანობაში 71 საჯარო სკოლის სრული სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა, 200 საჯარო სკოლაში კი ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.
„იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი სკოლა აშენდა და რეაბილიტირდა ბოლო წლებში, ჩვენ დავიწყეთ 1000- მდე ახალი სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა, მილიარდი ლარი დაიხარჯება. ამ პროექტის ფარგლებში ყველა სკოლა 2027 წლისთვის რეაბილიტირებული და აშენებული იქნება, შეიძლება ითქვას, ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2024 წელს დაახლოებით 250 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
„შარშან დავაკონტრაქტეთ რამდენიმე ასეული სკოლა, წელსაც უკვე მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები და გაისად, 2024 წელს დაგეგმილია დაახლოებით 250-მდე ახალი სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაციაც”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები და მასწავლებლები ღირსეულ პირობებში ატარებდნენ დღეს, იღებდნენ ცოდნას და ასწავლიდნენ ჩვენს შვილებს, აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით საქართველოში 2022 წლის შემოდგომაზე მასშტაბური პროექტის - 800 სკოლის მშენებლობა და განახლება დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, რომლითაც 230 ათასზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს.
პროექტის ღირებულება 1 მლრდ ლარის.