2012 წლიდან დღემდე საქართველოში სუროგაციის გზით 5 ათასზე მეტი ბავშვი დაიბადა

© ՀՀ առողջապահության նախարարությունორსული
ორსული - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2023
გამოწერა
საქართველოში 2024 წლიდან სუროგატი დედის სერვისით სარგებლობა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
თბილისი, 12 დეკემბერი - Sputnik. ქვეყნის მასშტაბით 3.036 სუროგატი დედაა რეგისტრირებული, 2012 წლიდან დღემდე კი სუროგაციის გზით 5.393 ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
ამასთან აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2023 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში სუროგაციის გზით 933 ბავშვი დაიბადა, 2022 წელს 838 ბავშვი, 2021 წელს კი სუროგაციის გზით 318 ახალშობილი გაჩნდა.
ოფიციალური ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვებიდან 54 მკვდრადშობილი იყო.
სუროგაციით დაბადებული ბავშვების რაოდენობა საქართველოში: ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები>>>
საქართველოში 2024 წლის 1 იანვრიდან ხელოვნური განაყოფიერების – „ინ ვიტრო“ და სუროგატი დედის სერვისით სარგებლობა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
მოქალაქე, ვისაც სურს იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე. მან შეიძლება მიიღოს მხოლოდ იმ თანხის კომპენსაცია, რაც სამედიცინო გამოკვლევებზე, ორსულობასა და მშობიარობაზე დაიხარჯება.
მანამდე საქართველოში აღნიშნული მიმართულება კანონმდებლობით არ რეგულირდებოდა, რასაც, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის თქმით, შეეძლო ბავშვებით ვაჭრობის ან ორგანოებით ვაჭრობის შემთხვევები გამოეწვია. გარდა ამისა, შეუძლებელი იყო განსაზღვრა, თუ სად გზავნიდნენ ბავშვებს.
მინისტრის ვარაუდით, საკანონმდებლო ინიციატივა დადებით გავლენას იქონიებს საქართველოს დემოგრაფიაზე. გარდა ამისა, კანონმდებლობაში ცვლილებების თანახმად, საქართველოში აიკრძალება სუროგაციასთან და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებული რეკლამები.
ყველა ახალი ამბავი
0