ქობულეთში მოზარდი პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავდა

© Sputnik / Natia Kvartskhavaპიროტექნიკით ვაჭრობა
პიროტექნიკით ვაჭრობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2023
გამოწერა
თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეში 12 წლამდე ბავშვში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავდა, იუწყება ajaratimes.ge.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს პიროტექნიკა აივანზე, ჭურჭელში ჩასხმულ ბენზინში ჩაუვარდა და აფეთქდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
საქართველოში შესაძლოა პიროტექნიკა აიკრძალოს: რას განიხილავს პარლამენტი >>
ბავშვს სხეულზე დაზიანებები აქვს და ის რეანომობილით თბილისში გადაჰყავთ.
ყველა ახალი ამბავი
0