https://sputnik-georgia.com/20231021/saqartvelosi-sesazloa-piroteqnikis-gamoyeneba-aikrzalos-ras-ganixilavs-parlamenti-283526153.html
საქართველოში შესაძლოა პიროტექნიკა აიკრძალოს: რას განიხილავს პარლამენტი
საქართველოში შესაძლოა პიროტექნიკა აიკრძალოს: რას განიხილავს პარლამენტი
Sputnik საქართველო
დღეისათვის საქართველოში ფოიერვერკების გამოყენება არ იზღუდება, გარდა არასრულწლოვანებზე გაყიდვისა 21.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-21T21:08+0400
2023-10-21T21:08+0400
2023-10-22T01:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23418/24/234182410_0:156:1500:1000_1920x0_80_0_0_310d24cf9420ed0d0419febc185eb0b6.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები საქართველოში პიროტექნიკის გამოყენების წესებზე მუშაობენ და შესაძლო შეზღუდვებს განიხილავენ.დღეს ქვეყანაში პიროტექნიკის გამოყენება შეზღუდული არ არის, აკრძალვა მხოლოდ არასრულწლოვანებისთვის გაყიდვაზე მოქმედებს.ადამიანის უფლებათა დაცვისა და გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტები სამუშაო ჯგუფში ფარგლებში აკრძალვის მოდელსა და მის გამოყენებას განიხილავენ.„სისულელე ჩავიდინე“: გურამ ბაღდოშვილი პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავდა>>შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკური პირობების გამო ქვეყანაში პიროტექნიკის იმპორტის სრული აკრძალვა შეუძლებელია და განიხილებოდა ალტერნატიული გამოსავალი.დეპუტატები შეთანხმდნენ მკაცრ შეზღუდვაზე ისეთი პიროტექნიკის შემთხვევაში, რომლის გამოყენებაც არამიზანშეწონილია და სხვა ადამიანების უფლებებს ლახავს, ასევე იყო საუბარი კანონის აღსრულების კონტროლის გაძლიერებაზე.ჯგუფი შეთანხმდა, რომ საკითხზე მუშაობას გააგრძელებს.საქართველოში პიროტექნიკის გამოყენება ზამთარში, განსაკუთრებით საახალწლო არდადეგების დროს, დიდ პრობლემად იქცევა. ამ დღეებში თბილისის კლინიკებში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო დამწვრობებითა და კიდურების დაზიანებით ათობით დაზარალებული ხვდება. ასევე ამ პერიოდში სურსათის სააგენტო ავლენს უხარისხო ფოიერვერკის რეალიზაციის უამრავ შემთხვევას, რაც ასევე ბევრ პრობლემას ქმნის.გარდა ამისა, ბოლო დროს პიროტექნიკის გადაჭარბებულ გამოყენებას უჩივიან შინაური ცხოველების მფლობელები და სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტრავმის მქონე ადამიანები, ასევე მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23418/24/234182410_95:0:1428:1000_1920x0_80_0_0_c658bba2ef845570894b0fbfc11587d9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება
საქართველოში შესაძლოა პიროტექნიკა აიკრძალოს: რას განიხილავს პარლამენტი
21:08 21.10.2023 (განახლებულია: 01:48 22.10.2023) დღეისათვის საქართველოში ფოიერვერკების გამოყენება არ იზღუდება, გარდა არასრულწლოვანებზე გაყიდვისა
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები საქართველოში პიროტექნიკის გამოყენების წესებზე მუშაობენ და შესაძლო შეზღუდვებს განიხილავენ.
დღეს ქვეყანაში პიროტექნიკის გამოყენება შეზღუდული არ არის, აკრძალვა მხოლოდ არასრულწლოვანებისთვის გაყიდვაზე მოქმედებს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტები სამუშაო ჯგუფში ფარგლებში აკრძალვის მოდელსა და მის გამოყენებას განიხილავენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკური პირობების გამო ქვეყანაში პიროტექნიკის იმპორტის სრული აკრძალვა შეუძლებელია და განიხილებოდა ალტერნატიული გამოსავალი.
დეპუტატები შეთანხმდნენ მკაცრ შეზღუდვაზე ისეთი პიროტექნიკის შემთხვევაში, რომლის გამოყენებაც არამიზანშეწონილია და სხვა ადამიანების უფლებებს ლახავს, ასევე იყო საუბარი კანონის აღსრულების კონტროლის გაძლიერებაზე.
ჯგუფი შეთანხმდა, რომ საკითხზე მუშაობას გააგრძელებს.
საქართველოში პიროტექნიკის გამოყენება ზამთარში, განსაკუთრებით საახალწლო არდადეგების დროს, დიდ პრობლემად იქცევა. ამ დღეებში თბილისის კლინიკებში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო დამწვრობებითა და კიდურების დაზიანებით ათობით დაზარალებული ხვდება. ასევე ამ პერიოდში სურსათის სააგენტო ავლენს უხარისხო ფოიერვერკის რეალიზაციის უამრავ შემთხვევას, რაც ასევე ბევრ პრობლემას ქმნის.
გარდა ამისა, ბოლო დროს პიროტექნიკის გადაჭარბებულ გამოყენებას უჩივიან შინაური ცხოველების მფლობელები და სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტრავმის მქონე ადამიანები, ასევე მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები.