https://sputnik-georgia.com/20231210/saqartvelos-notariusta-palata-evrokavsiris-notariusta-sabwos-partniori-gaxda-284852860.html
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს პარტნიორი გახდა
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს პარტნიორი გახდა
Sputnik საქართველო
პარტნიორობის შეთანხმება სანოტარო სფეროში სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის მოქალაქეთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვას ითვალისწინებს. 10.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-10T14:36+0400
2023-12-10T14:36+0400
2023-12-10T14:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24607/05/246070540_0:151:3103:1896_1920x0_80_0_0_cc26d41d0c7e9dd316ae28e2e420e22e.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს შორის პარტნიორობის შეთანხმება შედგა, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.შესაბამისი შეთანხმება ბრიუსელში, ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალურ ასამბლეაზე შედგა. ასამბლეა საბჭოს 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.პარტნიორობის შეთანხმება სანოტარო სფეროში სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის მოქალაქეთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვას ითვალისწინებს.საქართველოში სანოტარო ბიუროები მოსახლეობას მეტ ელექტრონულ სერვისს შესთავაზებენ >>„თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები, კონფერენციები, სემინარები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ნოტარიუსები. წელიწადში ერთხელ მხარეები განიხილავენ სანოტარო სფეროსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებს: დიგიტალიზაცია, სანოტარო სამართლის განვითარება, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია და სხვ.“, - ნათქვამია განცხადებაში.საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისაქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.მავნებლები! - მმართველ პარტიაში ორბანის მისამართით ოპოზიციის კრიტიკას უპასუხეს>>2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ოპოზიციის გეგმები გახსნა>>ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა.საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24607/05/246070540_187:0:2918:2048_1920x0_80_0_0_45faa8f552c0f93e0edb5551ae88db2f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს პარტნიორი გახდა
პარტნიორობის შეთანხმება სანოტარო სფეროში სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის მოქალაქეთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვას ითვალისწინებს.
თბილისი, 10 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს შორის პარტნიორობის შეთანხმება შედგა, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
შესაბამისი შეთანხმება ბრიუსელში, ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალურ ასამბლეაზე შედგა. ასამბლეა საბჭოს 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.
პარტნიორობის შეთანხმება სანოტარო სფეროში სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის მოქალაქეთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვას ითვალისწინებს.
„თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები, კონფერენციები, სემინარები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ნოტარიუსები. წელიწადში ერთხელ მხარეები განიხილავენ სანოტარო სფეროსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებს: დიგიტალიზაცია, სანოტარო სამართლის განვითარება, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია და სხვ.“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა.
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.