https://sputnik-georgia.com/20231013/parlamentis-vice-spikerma-ooziciis-gegmebi-gaxsna-283230088.html
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ოპოზიციის გეგმები გახსნა
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ოპოზიციის გეგმები გახსნა
Sputnik საქართველო
ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს სურთ, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამ ნიადაგზე არეულობა და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 13.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-13T10:37+0400
2023-10-13T10:37+0400
2023-10-13T16:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
უნგრეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390076_0:0:3117:1754_1920x0_80_0_0_1843c72cc10fcaa4b190028d6281c189.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს აკრიტიკებენ, არ სურთ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.ვიქტორ ორბანის ვიზიტმა ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია, რომელმაც ჩათვალა, რომ ის ფაქტი, რომ ორბანი მხოლოდ თბილისისა და თელავის მონახულებით შემოიფარგლა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობას ნიშნავს.ორბანი უნგრეთის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 10 ოქტომბერს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში 11 ოქტომბერს ის ღარიბაშვილს შეხვდა. გარდა ამისა, 12 ოქტომბერს გაიმართა საქართველო-უნგრეთის მთავრობათშორისი კომისიის სხდომა და ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ ათ ხელშეკრულებას.ვიქტორ ორბანი: საქართველო განსაკუთრებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს >>სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაცია იგეგმება. არეულობა მოსალოდნელია იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება. სუსის განცხადებით, სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არეულობები უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით მზადდება.ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/07/251390076_386:0:3117:2048_1920x0_80_0_0_32dbbf9f9491f94728de8647e33763c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, უნგრეთი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი, უნგრეთი
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ოპოზიციის გეგმები გახსნა
10:37 13.10.2023 (განახლებულია: 16:10 13.10.2023) ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს სურთ, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამ ნიადაგზე არეულობა და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს აკრიტიკებენ, არ სურთ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
ვიქტორ ორბანის ვიზიტმა ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია, რომელმაც ჩათვალა, რომ ის ფაქტი, რომ ორბანი მხოლოდ თბილისისა და თელავის მონახულებით შემოიფარგლა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობას ნიშნავს.
„ეს ის ხალხია, ვისაც სწყინთ და ძალიან არ უნდათ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირონ. მათი ერთადერთი მიზანია, რომ საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამის საფუძველზე გარკვეული მღელვარება და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში დაბრუნება სცადონ. სხვა ახსნა ვერ ექნება იმას, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყანა სტატუსის მინიჭებაში მხარს გიჭერს და ამის საპასუხოდ კრიტიკული განცხადებებით გამოდიხარ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ორბანი უნგრეთის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 10 ოქტომბერს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში 11 ოქტომბერს ის ღარიბაშვილს შეხვდა. გარდა ამისა, 12 ოქტომბერს გაიმართა საქართველო-უნგრეთის მთავრობათშორისი კომისიის სხდომა და ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ ათ ხელშეკრულებას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაცია იგეგმება. არეულობა მოსალოდნელია იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება. სუსის განცხადებით, სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არეულობები უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით მზადდება.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.