https://sputnik-georgia.com/20231209/saqartvelosi-investiciebi-mcirdeba-saqstatis-uaxlesi-monacemebi-284839416.html
საქართველოში ინვესტიციები მცირდება: „საქსტატის“ უახლესი მონაცემები
საქართველოში ინვესტიციები მცირდება: „საქსტატის“ უახლესი მონაცემები
Sputnik საქართველო
ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად ხელისუფლება და ექსპერტები რეინვესტიციების და სასესხო ვალდებულებების შემცირებას ასახელებენ. 09.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-09T10:41+0400
2023-12-09T10:41+0400
2023-12-09T10:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/14/273248412_0:0:3079:1731_1920x0_80_0_0_4a4d3f30915546ede0fc23c6a7a7b2b9.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის მესამე კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 316 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებზე 61,5%-ით ნაკლებია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებში.მთლიანობაში 2023 წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ წინასწარი მონაცემებით, 1,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებზე 33,8%-ით ნაკლებია,ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად ხელისუფლება და ექსპერტები რეინვესტიციების და სასესხო ვალდებულებების შემცირებას ასახელებენ.სამი მილიარდი ლარის ინვესტიცია სამ წელიწადში - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ანგარიში >>კორონავირუსის პანდემიის ფონზე, 2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2019 წელთან შედარებით, 57,2%-ით შემცირდა და 572 მილიონი დოლარი შეადგინა.2021 წელს ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა და 1,2 მილიარდ დოლარს მიაღწია. საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინვესტიციების ჩადების მხრივ ლიდერები გახდნენ ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ჩინეთი, ნიდერლანდი და აშშ.რაც შეეხება 2022 წელს, ინვესტიციების მოცულობამ, დაზუსტებული მონაცემებით, 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 67,5%-ით აღემატებოდა 2021 წლის მონაცემებს.სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ინვესტიციები 37,5%-ით შემცირდა მეორე კვარტალთან შედარებით, და 1,8%-ით გაიზარდა 2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით.ინვესტიციები ასევე შემოვიდა თურქეთიდან, ჩინეთიდან, ესპანეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, დანიიდან და მალტიდან.სად აბანდებენ?„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ინვესტიციებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ენერგეტიკა, ხელოვნება, დასვენება და გართობა.ინვესტიციები ასევე განხორციელდა გადამამუშავებელ მრეწველობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, უძრავ ქონებაში, ჯანდაცვაში და ადმინისტრაციულ საქმიანობაში.სააქციო კაპიტალიმესამე კვარტალში ეკონომიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საწესდებო კაპიტალის დიდი ოდენობა - ის 2,5-ჯერ გაიზარდა და 590,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2022 წლის ივლის-სექტემბერში სააქციო კაპიტალი 235 მილიონი დოლარი იყო. 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, სააქციო კაპიტალი რვაჯერ გაიზარდა.საინვესტიციო პოლიტიკამთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამით, ხელისუფლება პირობას დებდა, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა მთლიანად შეიცვლება - პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო გადავა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე და ქვეყნის პოზიციონირება ახლებურად მოხდება.ამავდროულად, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებთან.დიდი ბრიტანეთის კომპანია საქართველოში ინვესტიციებით დაინტერესდა >>ასევე, ამ პერიოდში მიიღება ახალი კანონი მეწარმეთა შესახებ, რომელიც ასახავს ევროკავშირის შესაბამისი ნორმატიული აქტების და ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანართების მოთხოვნებს, რითაც საქართველოს კორპორატიული სამართალი ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვდება.კონკურენტული და ბიზნეს გარემოს შესაქმნელად სახელმწიფო თანდათან ჩაეხსნება ეკონომიკის იმ დარგებს, რომლებსაც დამოუკიდებელი ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი გააჩნიათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/14/273248412_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_31fe128ab5decdf0d6e6b6c4641ca32c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოში ინვესტიციები მცირდება: „საქსტატის“ უახლესი მონაცემები
ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად ხელისუფლება და ექსპერტები რეინვესტიციების და სასესხო ვალდებულებების შემცირებას ასახელებენ.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის მესამე კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 316 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებზე 61,5%-ით ნაკლებია, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებში.
მთლიანობაში 2023 წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ წინასწარი მონაცემებით, 1,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებზე 33,8%-ით ნაკლებია,
ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად ხელისუფლება და ექსპერტები რეინვესტიციების და სასესხო ვალდებულებების შემცირებას ასახელებენ.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, 2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, 2019 წელთან შედარებით, 57,2%-ით შემცირდა და 572 მილიონი დოლარი შეადგინა.
2021 წელს ინვესტიციების მოცულობა გაორმაგდა და 1,2 მილიარდ დოლარს მიაღწია. საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინვესტიციების ჩადების მხრივ ლიდერები გახდნენ ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ჩინეთი, ნიდერლანდი და აშშ.
რაც შეეხება 2022 წელს, ინვესტიციების მოცულობამ, დაზუსტებული მონაცემებით, 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 67,5%-ით აღემატებოდა 2021 წლის მონაცემებს.
სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ინვესტიციები 37,5%-ით შემცირდა მეორე კვარტალთან შედარებით, და 1,8%-ით გაიზარდა 2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით.
ინვესტიციები საქართველოში — 2023 წლის ივლის-სექტემბერში - ქვეყნების სამეული
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | წილი ინვესტიციებში, % |
აშშ | 51,8 | 16,4 |
დიდი ბრიტანეთი | 45,8 | 14,5 |
ნიდერლანდები | 45,3 | 14,3 |
ინვესტიციები ასევე შემოვიდა თურქეთიდან, ჩინეთიდან, ესპანეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, დანიიდან და მალტიდან.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ინვესტიციებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ენერგეტიკა, ხელოვნება, დასვენება და გართობა.
ინვესტიციები საქართველოში 2023 წლის ივლის-სექტემბერში. დარგების ტოპ-სამეული
დარგი | მოცულობა, მლნ დოლარი | წილი ინვესტიციებში, % |
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა | 80,2 | 25,4 |
ტრანსპორტი | 61,9 | 19,6 |
ინფორმაცია და კომუნიკაცია | 41,0 | 13,0 |
ინვესტიციები ასევე განხორციელდა გადამამუშავებელ მრეწველობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, უძრავ ქონებაში, ჯანდაცვაში და ადმინისტრაციულ საქმიანობაში.
მესამე კვარტალში ეკონომიკაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საწესდებო კაპიტალის დიდი ოდენობა - ის 2,5-ჯერ გაიზარდა და 590,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2022 წლის ივლის-სექტემბერში სააქციო კაპიტალი 235 მილიონი დოლარი იყო. 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, სააქციო კაპიტალი რვაჯერ გაიზარდა.
მთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამით, ხელისუფლება პირობას დებდა, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა მთლიანად შეიცვლება - პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო გადავა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე და ქვეყნის პოზიციონირება ახლებურად მოხდება.
ამავდროულად, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებთან.
ასევე, ამ პერიოდში მიიღება ახალი კანონი მეწარმეთა შესახებ, რომელიც ასახავს ევროკავშირის შესაბამისი ნორმატიული აქტების და ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანართების მოთხოვნებს, რითაც საქართველოს კორპორატიული სამართალი ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვდება.
კონკურენტული და ბიზნეს გარემოს შესაქმნელად სახელმწიფო თანდათან ჩაეხსნება ეკონომიკის იმ დარგებს, რომლებსაც დამოუკიდებელი ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი გააჩნიათ.