საქართველო და ჩინეთი დიპლომების ურთიერთაღიარებას განიხილავენ

© Courtesy of Parliament of Georgiaსაქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში შეხვედრებს მართავს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთში შეხვედრებს მართავს - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2023
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ ჩინელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. უნივერსიტეტების დიპლომების ურთიერთაღიარება იყო განხილვის მთავარი თემა ჩინეთში, ქალაქ პეკინში, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დელეგაციის და ჩინეთის სახალხო კონგრესის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრაზე, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანაში გაცემული უმაღლესი სასწავლებლების დიპლომების ურთიერთაღიარება და უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაზრდის მიზნით ერთობლივი პროგრამების განხორციელებისა და დიპლომების გაცემის ხელშეწყობა.
შეხვედრის დასასრულს, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ ჩინელი კოლეგა კომიტეტის წევრებთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოში მოიწვია.
ისტორიული გადაწყვეტილება - პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ >>
ჩინეთის დელეგაცია საქართველოს 2024 წლის პირველ ნახევარში ეწვევა.
ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება 31 ივლისს, ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გამოაქვეყნეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს მოიცავს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ეროვნებათაშორის და კულტურულ, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა. შეთანხმების მიხედვით, ქარული პროდუქციის დაახლოებით 94% ჩინეთში საბაჟო გადასახადებისგან თავისუფლდება.
სტიმული ბიზნესისთვის – მინისტრის მოადგილე საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე >>
დღეისათვის ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს 25,8%-ით გაიზარდა 2021 წელთან შედარებით და 1,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოსთან უვიზო რეჟიმი 2023 წლის 12 სექტემბრიდან ამოქმედდა. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და ქვეყანაში დარჩნენ 30 დღემდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0